მარნეულის ბაღების გაერთიამებამ რძის პროდუქტების შესაძენად 303 940 ლარის ტენდერი გამოაცხადა
მარნეულის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების გაერთიანებამ 303 940 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა, რომლის ფარგლებში საბავშვო ბაღებისთვის რძის პროდუქტების შესყიდვა იგეგმება.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, დაგეგმილია რძის, მაწონის, არაჟნის, ხაჭოს, ყველის, კარაქისა და პირველად – იოგურტის შესყიდვა. წინა წლების ტენდერებში, გაერთიანებას იოგურტი არასდროს შეუძენია.

დოკუმენტაციის მიხედვით, პროდუქტი უნდა იყოს ქარხნული წარმოების, პასტერიზებული რძისგან დამზადებული, მხოლოდ ბუნებრივი არომატებით, ხკონსერვანტებისა და საღებავების გარეშე.



შესქელებული რძე -7 809 ერთეული, ნატურალური რძისგან, ცხიმიანობა არანაკლებ 8.5%, ქარხნული წესით თუნუქის ქილებში შეფუთული, გენმოდიფიცირებული დანამატების გარეშე.

მაწონი – 14 336 კგ, პასტერიზებული ძროხის რძისგან, ცხიმიანობა 3.2%, შეფუთული პლასტმასის ან მინის ქილებში 180 გრამიდან 5 კგ-მდე.
არაჟანი – 1 848 კგ, ცხიმიანობა არანაკლებ 15%, ქარხნულად დამზადებული, 180 გრამიდან 5 კგ-მდე პლასტმასის შეფუთვაში.
ხაჭო - 1 176 კგ, ცხიმიანობა 6-9%, რძის კომპონენტების შემცველობა 75%-ზე მეტი, შეფუთული 100 გრამიდან 1 კგ-მდე.
ყველი - 909 კგ, რბილი და ნაკლებად მარილიანი, მშრალი ნივთიერების შემცველობა არანაკლებ 52%, ცხიმიანობა არანაკლებ 40%.
კარაქი – 1 355 კგ, ნაღების კარაქი, მცენარეული ცხიმის გარეშე, რძის ცხიმის შემცველობა არანაკლებ 82%, შეფუთვა 200 გრამიდან 1 კგ-მდე.
იოგურტი – 560 კგ, ქარხნული წარმოების, ცხიმიანობა 2.5%-დან 5%-მდე, არ შეიცავს გლუტენს, კონსერვანტებსა და საღებავებს.
ულტრაპასტერიზებული რძე – 15 008 ლიტრი, ცხიმიანობა არანაკლებ 2.5%, ტეტრაპაკ შეფუთვით.

რძის პროდუქტების ტენდერში მონაწილეობის მიღება მსურველ კომპანიებს 4-7 აგვისტოს პერიოდში შეეძლებათ. გამარჯვებული ვალდებული იქნება მიწოდება ეტაპობრივად, 2025 წლის სექტემბრიდან 31 დეკემბრამდე განხორციელოს მარნეულისა და მიმდებარე სოფლებში მოქმედ 14 ბაგა-ბაღში. პროდუქცია უნდა ტრანსპორტირდეს სპეციალიზებული მაცივრებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტებისა და ჰიგიენური მოთხოვნების დაცვით.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები