მერიამ „მარნეულობა -2025“ გასამართად 198 788 ლარიანი ტენდერი გამოაცხსადა
მარნეულის მუნიციპალიტეტმა „მარნეულობა 2025“-ის გასამართად, ტენდერი გამოაცხადა , რომლის სავარაუდო ღირებულება 198 788 ლარს შეადგენს. იგივე ღონისძიებისთვის 2024 წელს გათვალისწინებული თანხა 168 898 ლარი იყო რაც 30 ათაით აღემატება ამ წლის ღირებულებას. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით,
„მარნეულობის” გამართვის თარიღი 10-25 სექტემბრია.
რას ითვალისწინებს ტენდერი
სამუშაოები მოიცავს:
* სცენის მოწყობასა და ტექნიკურ უზრუნველყოფას (გახმოვანება, განათება);
* წამყვანებისა და

მუსიკოსების დაქირავებას (მათ შორის ეთნიკურად აზერბაიჯანელი შემსრულებლების ჩართულობით);
* საბავშვო და სპორტული სივრცეების ორგანიზებას;
* ფოიერვერკს, ანიმატორებს, DJ-ს, ფოტოსივრცეს;
* საბაზრო ტიპის კუთხეების მოწყობას და ადგილობრივი მეწარმეების ჩართულობას.
ასევე გათვალისწინებულია რამდენიმე ტრადიციული ელემენტი: სვანური და აჭარული მაკეტების, ქართული კუთხის მოწყობა ცოცხალი ხილითა და თონით, ქართული ჭიდაობის ტურნირი და სხვა.

მარნეულობის აღნიშვნა მუნიციპალიტეტმა 2023 წელს დაიწყო და მას ყოველწლიური სახე უნდა ჰქონდეს.




რა დაჯდა "მარნეულობა 2024" - ის აღნიშვნა

მარნეულობაზე სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებს სუფრა 9997 ლარად გაუშალეს

მარნეულობა 2024-ზე მუნიციპალიტეტზე დაწერილი სიმღერის პრეზენტაცია გაიმართა

„მარნეულობა 2024“- ზე აზერბაიჯანიდან მოწვეული მომღერალი იმღერებს
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები