მარნეულის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების გაერთიანებამ გეგმავს 15 390
ლარად შეიძინოს ოთხი
სახეობის პროდუქტი. შესყიდვა მოიცავს ხილის წვენს, ხილფაფას, ტომატის
პასტას და ჩირს.
ხილის წვენი – 1,400 ლიტრი
ნატურალური, უშაქრო წვენი, რომელიც უნდა იყოს დამზადებული მოქმედი
სტანდარტების შესაბამისად და დაფასოებული ქაღალდის პაკეტებში
შესაბამისი მარკირებით. ეტიკეტზე სავალდებულოა მითითებული იყოს
შემადგენლობა, ვარგისიანობის ვადა და ლიტრაჟი.
ხილფაფა – 504 კილოგრამი
100% ნატურალური ხილისგან დამზადებული პროდუქტი, ყოველგვარი
ემულგატორების, კონსერვანტებისა და საღებავების გარეშე. შეფუთვა
გათვალისწინებულია 1 კგ-მდე მინის ან უჟანგავი თუნუქის ქილებში,
ეტიკეტით.
ტომატ-პასტა – 157 კილოგრამი
ნატურალური პომიდორისგან დამზადებული პასტა, არანაკლებ 25% ბრიქსის
კონცენტრაციით. აკრძალულია გენმოდიფიცირებული ან სხვა მავნე
დანამატების შემცველობა. პროდუქტი უნდა იყოს შეფუთული 300-გრამიან
ქილებში შესაბამისი მარკირებით.
ხმელი ხილი – 258 კილოგრამი
ვაშლისა და ქლიავის 50/50 პროცენტიანი ნაზავი, უმაღლესი ხარისხის.
კონსისტენცია უნდა იყოს მკვრივი, ხოლო ორგანოლეპტიკური და ჰიგიენური
მაჩვენებლები – შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან.
ტენდერში მონაწილეობის მიღება მსურველ კომპანიებს 28-30 ივლისის
პერიოდში შეეძლებათ. გამარჯვებული ვალდებული იქნება მიწოდება
ეტაპობრივად, 2025 წლის სექტემბრიდან 31 დეკემბრამდე განხორციელოს
მარნეულისა და მიმდებარე სოფლებში მოქმედ 14 ბაგა-ბაღში.