წერეთელში სასმელი წყლის მიწოდება უკვე რამდენიმე დღეა შეფერხებულია.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, ავზებში წყლის მარეგებიც ამოიწურა.
რადიო "მარნეულს" "სოფწყალის" წარმომადგენელმა განუცხადა, რომ
ცენტრალური მილის დაზიანება გახდა წყალმომარაგების შეწყვეტის მიზეზი.
კომპანია გეგმავს მცირე ვადებში დაასრულოს სარემონტო
სამუშაოები.
ამავდროულად, სოფელში მიმდინარეობს ახალი წყალმომარაგების სისტემის
მოწყობა, რომელიც საქართველოს გაერთიანებული
წყალმომარაგების
კომპანიის მიერ ხორციელდება. კომპანიის განმარტებით, მათ სთხოვეს,
სოფელი დროებით ახალ ქსელზე შეაერთონ, რათა მოსახლეობას წყლის
მიწოდება აღუდგეს მანამ, სანამ "სოფწყალი" დაზიანებული მილის სრული
შეკეთებას შეძლებს.