მარნეულის მერია ადგილობრივი გზების მოვლა-შენახვისთვის 35 101 ლარის ტენდერს აცხადებს
მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანომ ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მოვლა-შენახვის სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 35 101.06 ლარს, რომელიც სრულად ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან.

ტენდერი გამოცხადდა 2025 წლის 17 ივლისს, ხოლო წინადადებების მიღება დაიწყება 2 აგვისტოს და დასრულდება 7 აგვისტოს, 13:30 საათზე.

დოკუმენტაციის მიხედვით, შესყიდვა მოიცავს როგორც გზის სავალი ნაწილის, ისე ხელოვნური ნაგებობებისა და გზისპირა

ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვის სხვადასხვა სახის სამუშაოს. მათ შორისაა:

ბალახის გათიბვა და კიუვეტების გაწმენდა

რკინაბეტონის და ლითონის მილების მონტაჟი

დაზიანებული ასფალტის ორმოული შეკეთება ცივი და ცხელი ნარევებით

გზის ზედაპირული დამუშავება ღორღით

ახალი ბორდიურებისა და ტროტუარების მოწყობა

გზის მარკირება თერმო და ცივი პლასტით

საგზაო ნიშნების და სიჩქარის შემზღუდავი ბორცვების მონტაჟი

ზამთრის პირობებში გზის მოვლა, მათ შორის თოვლის გაწმენდა და ტექნიკური მარილის დაყრა

ასევე გათვალისწინებულია სპეციალური ტექნიკის — გრეიდერის, ექსკავატორის, ბულდოზერისა და დასუფთავების მანქანების — გამოყენება და გზისპირა ნარგავების ფორმირებაც.

ყდის ფოტო: რადიო "მარნეულის" არქივი
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები