დამნისის მუნიციპალიტეტში ოროზმანის ძეგლზე 1.8 მილიონი წლის
ადამიანის ქვედა ყბა აღმოჩინეს.
არქეოლოგიურ გათხრებს ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტში, 20 ადამინისგან
შემდგარი ჯგუფი აწარმოებდა. როგორც რადიო “მარნეულს” არქეოლოგმა,
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეულმა პედაგოგმა, გიორგი
ბიძინაშვილმა უთხრა, არქეოლოგიური აღმოჩენა კიდევ ერთხელ ამყარებს იმ
მოსაზრებას, რომ პირველი ადამიანები აფრიკის გარეთ, დასახლდნენ ქვემო
ქართლის ტერიტორიაზე.
“ოროზმანში რამდენიმე დღის წინ აღმოვაჩინეთ მილიონ რვაასი
ათასი წლით დათარიღებულ ფენაში ევრაზიის უძველესი ადამიანის ქვედა
ყბა. ამ ძეგლზე 2024 წელს აღმოჩენილი იყო ადამიანის კბილი და უკვე
2025 წელს ხელახლა რომ დავიწყეთ გათხრები, საერთაშორისო
ექსპედიციასთან ერთად, ამოვიდა უძველესი ადამიანის ქვედა ყბა, რომელიც
კიდევ ერთხელ ამყარებს იმ მოსაზრებას, რომ პირველი ადამიანები აფრიკის
გარეთ დასახლდნენ ქვემო ქართლის ტერიტორიაზე. შესაბამისად, ეს
ტერიტორია კიდევ მოექცევა მსოფლიო სამეცნიერო ყურადღების ქვეშ. ეს
არის უმაღლესი კლასის აღმოჩენა. საუბარი არის ადამიანების პირველი
წინაპრების გაგრძელებაზე. ეს ყველაფერი ჩვენი ძალებით გავაკეთეთ.
სპონსორები თუ გამოჩნდებიან, ძალიან გაგვიხარდება, ჯერჯერობით ჩვენი
ძალებით ვაკეთებთ, მემგონი საქვეყნო საქმეა და გაგვიხარდება
ნებისმიერი ტიპის კომპანიასთან თანამშრომლობა" - თქვა
გიორგი ბიძინაშვილმა
არქელოგიურ გათხრაში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ადამიანები
იღებდნენ მონაწილეობას. მათ შორის, უცხოელი მეცნიერები და
სტუდენტები.