„ქართული ოცნება“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის
ემზადება.
წინასაარჩევნო სამზადისი მიმდინარეობს მარნეულშიც. რადიო „მარნეულთან“
საუბრისას მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან გიორგაძემ
განაცხადა, რომ ის კვლავ აპირებს არჩევნებში მონაწილეობას - იქნება
საკრებულოს პროპორციულ სიაში. როგორც თავად ამბობს, სავარაუდოდ,
„ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში პირველი ნომერი იქნება.
„ვიქნები სიაში და ახალი საკრებულო როდესაც შედგება
კენჭისყრა (საკრებულოს თავმჯდომარის ასარჩევად) მერე იქნება.
პროპორციულ სიაში, კი ბატონო, ვიქნები“. - განაცხადა
ამირან გიორგაძემ
მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარეს ვკითხეთ, არის თუ არა უკვე
განსაზღვრული ვინ იქნება „ქართული ოცნების“ მერის კანდიდატი
მარნეულში. გიორგაძის განმარტებით, პარტია კანდიდატებს 4 აგვისტომდე
დაასახელებს, რის შემდეგაც მათი ვინაობა საზოგადოებისათვის ცნობილი
გახდება.
ამირან გიორგაძე მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის
პოზიციას უკვე მეორე ვადით იკავებს. პირველად საკრებულოს თამვჯდომარე
2017 წელს გახდა. მეორე ვადით თავმჯდომარის პოზიციაზე 2021 წლის
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდგომ აირჩიეს. ორივე
არჩევნებზე გიორგაძე „ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში იყო.
მარნეულის მოქმედი მერი, კენან ომაროვი, 2021 წელს აირჩიეს. ის მერის
კანდიდატად „ქართულმა ოცნებამ“ დაასახელა.
მარნეულელი ოპოზიციონერების ნაწილი აცხადებს, რომ კენან ომაროვი მეორე
ვადით არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს და პარტია მის კანდიდატურას
არ აყენებს.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 4 ოქტომბერს
გაიმართება. ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ნაწილი არჩევნებს
ბოიკოტს უცხადებს. არჩევნებში მონაწილეობს გეგმავს „გახიარია
საქართველოსათვის“ და „ლელო“.
რადიო "მარნეული"
დღეს
მზია ამაღლობელის დასკვნითი სასამართლო
პროცესია.
ეს არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის საქმე — ეს არის პროცესი, რომელიც
გვეკითხება:
დარჩა თუ არა ამ ქვეყანაში ადამიანის ღირსების დაცვის
შესაძლებლობა?
არსებობს თუ არა დღეს სიტყვის თავისუფლება, თუ სასამართლო საბოლოოდ
გახდა სისტემის მსახური?
მზია ამაღლობელი არის ის ზღვარი, რომელიც ჯერ კიდევ
გვაძლევს შესაძლებლობას მივაწოდოთ საზოგადოებას ინფორმაცია — ისეთ
დროს, როცა ეს სულ უფრო რთულდება.
მზია არის ინფორმირების უფლება, არჩევანის თავისუფლება.
ინფორმირებული ადამიანი — ნიშნავს თავისუფალ არჩევანს.
თავისუფალი არჩევანი კი არის მთავარი უფლება, რაც ადამიანს ღირსეულად
ცხოვრების საშუალებას აძლევს.
სოლიდარობა და თავისუფლება მზია ამაღლობელს.
თავისუფლება მედიას — რომელიც ყოველთვის ხალხის
გვერდით დგას, კორუმპირებული სისტემის წინააღმდეგ.