შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისათვის
ისტორიის, მათემატიკის, გეოგრაფიისა და ზოგადი უნარების გამოცდების
პირველად შედეგებს აქვეყნებს.
საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე
online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და
ხუთნიშნა პაროლი. პირად გვერდზე გამოსაცდელს აქვს საკუთარი ნაშრომის
ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი, „ნედლი“ ქულის
ნახვის შესაძლებლობა.
ისტორიის მაქსიმალური ქულაა 60, მინიმალური გამსვლელი ქულა - 15
ქულაზე მეტი.
მათემატიკის ტესტის მაქსიმალური ქულაა 51. მინიმალური გამსვლელი ქულა
- 10.2 ქულაზე მეტი.
გეოგრაფიის ტესტის მაქსიმალური ქულაა 59. მინიმალური გამსვლელი ქულა
კი 15.
ზოგადი უნარების ტესტის მაქსიმალური ქულაა 80. მინიმალური გამსვლელი
ქულა კი 25.
ისტორიის გამოცდაში ზღვრის გადალახვის შესაძლებლობას ინარჩუნებს ის
აბიტურიენტიც, რომლის ქულაც გათანაბრების შემდეგ გახდება 15-ზე
მეტი.
რაც შეეხება მათემატიკის გამოცდას, ზღვრის გადალახვის შესაძლებლობას
ინარჩუნებენ ის აბიტურიენტებიც, რომელთა ქულაც გათანაბრების შემდეგ
გახდება 10.2-ზე მეტი.
დღეს
მზია ამაღლობელის დასკვნითი სასამართლო
პროცესია.
ეს არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის საქმე — ეს არის პროცესი, რომელიც
გვეკითხება:
დარჩა თუ არა ამ ქვეყანაში ადამიანის ღირსების დაცვის
შესაძლებლობა?
არსებობს თუ არა დღეს სიტყვის თავისუფლება, თუ სასამართლო საბოლოოდ
გახდა სისტემის მსახური?
მზია ამაღლობელი არის ის ზღვარი, რომელიც ჯერ კიდევ
გვაძლევს შესაძლებლობას მივაწოდოთ საზოგადოებას ინფორმაცია — ისეთ
დროს, როცა ეს სულ უფრო რთულდება.
მზია არის ინფორმირების უფლება, არჩევანის თავისუფლება.
ინფორმირებული ადამიანი — ნიშნავს თავისუფალ არჩევანს.
თავისუფალი არჩევანი კი არის მთავარი უფლება, რაც ადამიანს ღირსეულად
ცხოვრების საშუალებას აძლევს.
სოლიდარობა და თავისუფლება მზია ამაღლობელს.
თავისუფლება მედიას — რომელიც ყოველთვის ხალხის
გვერდით დგას, კორუმპირებული სისტემის წინააღმდეგ.