მერიის განცხადებით მარნეულის მერს მრჩეველი არ ყავს
მარნეულის მერიისაგან მიღებული ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, მარნეულის მერს, კენან ომაროვს მრჩეველები არ ჰყოლია. საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, პირველი აგვისტოდან მრჩეველის თანამდებობა მოხალისეობრივი გახდა და ისინი ხელფასს ვეღარ აიღებენ.

რადიო „მარნეული“ დაინტერესდა, რამდენი მრჩეველი ჰყავს მარნეულს მერს და როგორ გაგრძელდებოდა მათთან თანამშრომლობა. მარნეულის მერიამ პასუხის მისაღებად, ტრადიციულად, წერილობითი მიმართვა გვთხოვა. უცვლელად გთავაზობთ წერილს, რომელსაც მარნეულის

მერი, კენან ომაროვი აწერს ხელს.

„მარნეულის მუნიციპალიტეტში შემოსული თქვენი განცხადების N015-25 პასუხად გაცნობებთ, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხაში არ იყო გათვალისწინებული (დამტკიცემული) მრჩეველები“. - აღნიშნულია მარნეულის მერიის პასუხში

აღსანიშნავია, რომ 25 ივლისს მარნეულის საკრებულოს სხდომაზე საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შესული ცვლილებები განიხილეს და საკრებულოს თავმჯდომარის ორ მრჩეველს ანაზღაურება შეუწყვიტეს. თითოეული მათგანის თანამდებობრივი სარგო 3 650 ლარს შეადგენდა.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები