ელექტრო კაბელის გამო მერიის და საკრებულოს მუშაობა ფერხდებოდა - თვითმმართველობამ ახალი კაბელი იყიდა
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ 160 გრძივი მეტრი დაბალი ძაბვის კაბელი და მისი შემაერთებელი აქსესუარები გამარტივებული წესით შეისყიდა.

მარნეულის მერს, კენან ომაროვს ელექტრო კაბელის შესყიდვის თხოვნით მოხსენებითი ბარათი მუნიციპალური ქონების მართვისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, აგილ ამირჯანოვმა მიმართა. გამარტივებული შესყიდვის მოხსენებითი ბარათის მიხედვით, მერიის ადმინისტრაციულ შენობაში არსებული ელექტრო კაელი ვერ უზრუნველყოფს ელექტრო ენერგიის ნორმალურ მიწოდებას, რის გამოც

მერიის და საკრებულოს მუშაობა ფერხდება.

„მოგახსენებთ, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობაში არსებული ელექტრო კაბელი რომლითაც ძაბვა მიეწოდება სატრანსფორმატორო ჯიხურიდან ვერ უზრუნველყოფს ელ. ენერგიის მიწოდებას ნორმალურ რეჟიმში, რაც აფერხებს როგორც მუნიციპალიტეტის მერიის, ასევე, საკრებულოს ნორმალურ რეჟიმში მუშაობას. სიმძლავრის ნორმალურ რეჟიმში მიწოდებისათვის საჭიროა 160 გრძივი მეტრი ელექტო კაბელი“. - აღნიშნულია გამარტივებული შესყიდვის მოხსენებით ბარათში

მარნეულის მერიამ ელექტრო კაბელი შპს „INNOVATECH“-საგან 4 580 ლარად შეისყიდა.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები