მარნეულში ინტერპოლის მიერ ძებნილი აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს
მარნეულში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი აზერბაიჯანის მოქალაქე, 1986 წელს დაბადებული რ.ა., დააკავეს.

ოფიციალური ინფორმაციის

მიხედვით, ის 2013 წლიდან იძებნებოდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიერ ორგანიზებული დაჯგუფების წევრობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ბრალდებით.

სამართალდამცველებმა რ.ა. მარნეულში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავეს. ამ ეტაპზე მის მიმართ წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები