მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში მასწავლებლის 13
ვაკანსიაა.
თავისუფალი ადგილები მასწავლებელთა ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. ამ
ეტაპზე, პედაგოგეგს ეძებს დიდი მუღანლოს, არაფლოს, სოფელ წერეთლის,
თაზაქენდის N1 და სადახლოს N1 საჯარო სკოლები.
გთავაზობთ ვაკანსიების ჩამონათვალს, საათების რაოდენობას და სავარაუდო
სახელფასო ანაზღაურებას, რაც საგანმანათლებლო დაწესებულებებს აქვთ
მითითებული.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი მუღანლოს საჯარო
სკოლა
1. ეთნიკური უმცირესობების ენა
(აზერბაიჯანული). სამუშაო საათები 5 სთ/კვირაში სავარაუდო ხელფასი,
120-150 ლარი/თვეში.
2. ბუნებისმეტყველება - სამუშაო
საათები 2 სთ/კვირაში,
სავარაუდო ხელფასი 60-100 ლარი/თვეში.
3. ქართული, როგორც მეორე ენა,
არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის
სამუშაო საათები 5 სთ/კვირაში,
სავარაუდო ხელფასი 120-150 ლარი/თვეში
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ არაფლოს საჯარო
სკოლა
1. სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება - სამუშაო საათები 3
სთ/კვირაში
სავარაუდო ხელფასი, 50-300 ლარი/თვეში
2. ქიმიის მასწავლებელი - სამუშაო საათები 2 სთ/კვირაში, სავარაუდო
ხელფასი 20-200 ლარი/თვეში.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელის საჯარო
სკოლა
1. ფსიქოლოგი, სამუშაო საათები 36 სთ/კვირაში, სავარაუდო ხელფასი
693-ლარი/თვეში.
2. მუსიკა - სამუშაო საათები 24 სთ/კვირაში, სავარაუდო ხელფასი
485-2000 ლარი/თვეში.
ამრახ ასლანოვის სახელობის მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ
თაზაკენდის №1 საჯარო სკოლა.
1. მუსიკა - სამუშაო საათები 4 სთ/კვირაში, სავარაუდო ხელფასი 200-300
ლარი/თვეში.
2. გეოგრაფია - სამუშაო საათები 4 სთ/კვირაში, სავარაუდო ხელფასი
250-300 ლარი/თვეში.
3. ისტორია - სამუშაო საათები 4 სთ/კვირაში, სავარაუდო ხელფასი
250-300 ლარი/თვეში.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოს №1 საჯარო
სკოლა
1. მე და საზოგადოება - სამუშაო საათები 2 სთ/კვირაში, სავარაუდო
ხელფასი 50-100 ლარი/თვეში.
2. ბუნებისმეტყველება - სამუშაო საათები 2 სთ/კვირაში, სავარაუდო
ხელფასი 50-100 ლარი/თვეში.