სინდისის პატიმარ ინსაფ ალიევს 2 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. განაჩენი
დღეს, 2 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ
მჭელიშვილმა გამოცხადა.
მოსამართლემ სინდისის პატიმრებს ბრალი გადაუკვალიფიცირა. ინსაფის
გარდა, განაჩენი გამოაცხადეს კიდევ 7 დემონსტრანდზე, რომელებსაც
ჯგუფურ ძალადობას ედავებოდნენ.
მოსამართლის გადაწყვეტილებით:
• ზვიად ცეცხლაძე- 2,6 წელი
• ვასილ კარძელაშვილი- 2,6 წელი
• ვეფხია კასრაძე- 2,6 წელი
• თორნიკე გოშაძე- 2 წელი
• გიორგი გორგაძე- 2 წელი
• ნიკოლოზ ჯავახიშვილი- 2 წელი
• ირაკლი მიმინოშვილი - 2 წელი
2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში ათეულობით ადამიანი დააკავეს აქციებში
მონაწილეობისა და “ქართული ოცნების” მიერ დასავლურ სტრუქტურებში
ინტეგრაციის შეჩერების გაპროტესტებისათვის. ბრალდების მხარემ
მოწმეების გამოკითხვა დაასრულა 11 სინდისის პატიმრის საქმეზეც, რომელი
საქმეც ინსაფ ალიევისა და კიდევ 7 სინდისის პატიმრის საქმის
ანალოგიურია.
საქართველოში დღეისათვის 50-ზე მეტი სინდისის პატიმარია.
ჟურნალისტს და მედიამენეჯერს, “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის”
დამფუძნებელსა და დირექტორს, მზია ამაღლობელს 2 წლიანი პატიმრობა
მიუსაჯეს.