ქვემო ქართლის სკოლებში მანდატურის 14 ვაკანსია გამოცხადდა.
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ვებ-გვერდზე
გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, მანდატურების თავისუფალი
ადგილებია თეთრწყაროში, მარნეულში, გარდაბანში, დმანისსა და ბოლნისში.
- ქ. თეთრიწყარო - 1 ვაკანსია;
- მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი აზიზკენდი - 2
ვაკანსია;
- მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი ქეშალო - 1
ვაკანსია;
- მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი თაზაკენდი - 1
ვაკანსია;
- გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი კუმისი - 1
ვაკანსია;
- გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი ნორიო - 2
ვაკანსია;
- ქ.დმანისი - 3 ვაკანსია;
- დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელი ირგანჩაი - 2
ვაკანსია;
- ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი ქვემო ბოლნისი - 1
ვაკანსია;
მანდატურად შეიძლება დაინიშნოს:
• საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლის ასაკიდან;
• ნასამართლობის არმქონე;
• სრული ზოგადი განათლებით პროფესიულ განათლებასთან ერთად ან უმაღლესი
განათლებით;
• სახელმწიფო ენის მცოდნე;
• სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად შესაბამისი ჯანმრთელობის
მდგომარეობით.
შრომის ანაზღაურება: 1250 ლარი (დარიცხული).
კონკურსში მონაწილე პირთა განცხადებების მიღება იწარმოებს 2025 წლის 1
სექტემბრიდან - 2025 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით;
დეტალები იხილეთ
აქ: