პირველადი შედეგებით დაურ ისმაილოვმა 41 საარჩევნო უბანზე 25 525 ხმა მიიღო
მარნეულის 41 საარჩევნო უბნის, სადაც არჩევნები ელექტრონული სისტემების გამოყენებით ჩატარდა, შედეგების მიხედვით, "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა, დაურ ისმაილოვმა 25 525 ხმა მიიღო, რაც 93.859%-ია. მეორე ადგილზე 1 276 ხმით, 4.692%-ით, "ძლიერი საქართველო-ლელოს" მერობის კანდიდატი, ასად ალიევი გავიდა, ხოლო მესამე ადგილი 394 ხმით (1.449%) "ჩვენი გაერთიანებული საქართველოს" მერობის კანდიდატმა, ალი ბადიროვმა დაიკავა.

აღნიშნული მონაცემები ასახავს მარნეულის 41

უბნის შედეგებს, სადაც არჩევნები ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარდა. მარნეულის მასშტაბით სულ 81 საარჩევნო უბანია გახსნილი. ამ ეტაპზე კვლავ გრძელდება იმ უბნების დათვლა, სადაც არჩევნები ტრადიციული წესით მიმდინარეობდა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები