პროპორციული სიებით „ქართულმა ოცნებამ“ მარნეულის 41 უბანში 25 430 ხმა მიიღო
მარნეულის 41 საარჩევნო უბნის, სადაც არჩევნები ელექტრონული სისტემების გამოყენებით ჩატარდა, შედეგების მიხედვით, მარნეულის საკრებულოში პროპორციული სიით მოსახვედრი პარტიებიდან ყველაზე მეტი, 25 430 ხმა (92.601%) „ქართულმა ოცნებამ“ აიღო.

არჩევნების შედეგების მიხედვით, „ლელო-ძლიერმა საქართველომ“ მარნეულში 1247 ხმა აიღო (4.541%). 311 ხმა (1.132%) აიღო პარტიამ „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“, 216 ხმა (0.787%) მიიღო „სახალხო ხელისუფლებამ“, 111 ხმა (0.404%) მიიღო პარტიამ

„კონსერვატორები საქართველოსთვის“, 104 ხმა (0.379%) მიიღო პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ და 43 ხმა (0.157%) მიიღო „საქართველოს პარტიოტთა ალიანსმა“.

აღნიშნული მონაცემები ასახავს მარნეულის 41 უბნის შედეგებს, სადაც არჩევნები ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარდა. მარნეულის მასშტაბით სულ 81 საარჩევნო უბანია გახსნილი. ამ ეტაპზე კვლავ გრძელდება იმ უბნების დათვლა, სადაც არჩევნები ტრადიციული წესით მიმდინარეობდა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები