ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მარნეულის 20
მაჟორიტარული ოლქიდან ოთხში მხოლოდ "ქართულმა ოცნებამ" წარადგინა
კანდიდატები. ყველაზე მეტი, 3 მაჟორიტარი კანდიდატი, თამარისის თემში
იყო დარეგისტრირებული.
ქალაქ მარნეულის
N1 ოლქში ოლქში ოცნების უკონკურენტო
კანდიდატი იყო ვასილ ხახულაავილი. მან ცესკოს მონაცემებით არჩევნებზე
1871 ხმა მიიღო, რაც 100%-ია.
ქალაქ მარნეულის
N2 ოლქში “ოცნებიდან “ტარიელ
მამედოვი და “ლელოდან” ანა საფაროვა იბრძოდა, რომელმაც 87
ხმა აიღო,
ტარიელ მამედოვმა კი 2748 ხმა. (96.931%)
ქალაქ მარნეულის
N3 ოლქიში “ოცნების კანდიდატმა ანარ
პირიევმა 4366 ხმა მოიპოვა, ხოლო ამავე უბანზე რეგისტრირებულმა
“ლელოს” კანდიდატმა ელნურ ნაბიევმა 120 ხმა მიიღო.
დაბა შაუმიანის
N4 -ში ოცნების უკონკურენტო
კანდიდატმა ლევონ აკოპიანმა 1363 ხმა მიიღო, 100%.
ალგეთის თემიში
N5 ოლქში “ოცნებიდან”მახირ ბაირამოვი
იბრძოდა. მან 2942 ხმა მიიღო (81.996%) , ხოლო ამავე უბანზე ,
რეგისტრირებულმა “ლელოს” კანდიდატმა ნაგიმ ბაირამოვმ 646 ხმა მიიღო
(18.004%).
N6 მაჟორიტარულ ოლქში “ოცნებიდან გურგენ გოგიანმა,
რომელიც ახკერპის თემში იყრიდა კენჭს 390 ხმა აიღო. ამავე ოლქში
რეგისტრირებულმა “ლელოს” კანდიდატმა ფარილ აგაჯანოვმა 3 ხმა.
N7 მაჟორიტარულ ოლქში, დამია გეორარხის თემში, ადილ
გურბანოვმა 1378 ხმა მიიღო. “ლელოდან” ნიზამი მამედოვმა კი 212.
N8 მაჟორიტარულ ოლქში, თამარისის თემში, სადაც
ყველაზე მეტი კანდიდატი იყო რეგისტრირებულუ, “ოცნებიდან”
დიმიტრი აბრამიშვილმა 618 ხმა მიიღო, “კონსერვატორები
საქართველოსთვის” კანდიდატმა ჯონი ქოჩქიანმა 125, ხოლო “ლელოს”
კანდიდატმა ეკატერინე ფარეხელაშვილმა 37.
N9 ოლქში კასუმლოს თემში “ქართული ოცნების”
კანდიდატმა ბუნიატ ტუკანოვმა 2926 ხმა მიიღო. ლელოს კანდიდატმა ჯეიხუნ
ახმედოვმა 216.
წერეთლის თემის
N10 მაჟორიტარულ ოლქში “ოცნებიდან”
მარინა მაჭარაშვილმა 1479 ხმა მიიღო. ამავე ოლქში “ლელოს” კანდიდატმა
ზურაბი სხირტლაძემ 192.
N11 მაჟორიტარულ ოლქში “ოცნების” უკონკურენტო
კანდიდატმა ალექსანდრე ურუმოვმა 128 ხმა, 100% მიიღო.
N12 მაჟორიტარულ ოლქში, სადახლოს თემში “ოცნებიდამ”აიაზ
ხუდიევმა 5190 ხმა მიიღო. “ლელოს” კანდიდატმა, ადილხან ნაიბოვმა
1305.
N13 მაჟორიტარულ ოლქში, კაპანახჩის თემში
“ოცნებიდან” ნაზილა მუსტაფაევმა 3343 ხმა. ლელოდან გულმამედ კასუმოვმა
474 ხმა მოიპოვა.
N14 მაჟორიტარულ ოლქში, ქუთლიარის თემში “ოცნებიდან”
ომარ ირიშოვმა 3120 ხმა. ლელოდან შამილა ხალილოვმა 227 ხმა
მოიპოვა.
N15 ოლქში, კაჩაგნის თემში “ ოცნების” კანდიდატმა
მახარატ ალახვერდიევმა 2029 ხმა, ლელოდან ბახდიარ გუმბატოვმა 302 ხმა
აიღო.
N16 ოლქის ყიზილაჯლოს თემში “ოცნებიდან” ჯეიხუნ
ჩოიდაროვიმა 3946 ხმა მიიღო. ამავე ოლქში “ლელოს” კანდიდატმა კარა
ორუჯოვმა 10 ხმა.
N17 ოლქში, ყულარის თემში ხაგანი ოსმანოვმა 1721 ხმა
მიიღო. ლელოს მაჟორიტარობის კანდიდატმა გუმბატ ჯალილოვმა 56.
N18 ოლქში, შულავერის თემში “ოცნებიდან” ტალეხ
ბინნატოვმა 1842 ხმა “ ლელოდან” ჯეიხუნ კარაევმა 318.
N19 ოლქში, წერაქვის თემი “ოცნებიდან” ვანო ბურნაძემ
398 ხმა, “ლელოდან” შოთა ხორბალაძემ 2 ხმა მიიღო.
N20 მაჟორიტარულ ოლქში, ხოჯორნის თემში “ოცნებიდან”
უკონკურენტო კანდიდატმა არსენ ახვერდიანმა 1024 ხმა მიიღო.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს
ჩატარდა.
საარჩევნო პროცესი წინა არჩევნებისგან განსხვავებული იყო, რადგან
ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ ბოიკოტის ნიშნად მასში მოანწილეობა
არ მიიღო. აცხადებენ, რომ არ აღიარებენ 2024 წლის საპარლამენტო
არჩევნებს და არ ენდობიან არალეგიტიმური მთავრობის მიერ დანიშნულ
საარჩევნო კომისიას.
საერთაშორისო და ადგილობრივი დამოუკიდებელი ორგანიზაციების უმეტესობა
არჩევნებს არ აკვირდებოდა.