კობა მურადაშვილმა არჩევნებში 11 103 ხმა მიიღო
დმანისის მერობის კერთადერთმა კანდიდატმა არჩევნებში გაიმარჯვა. კობა მურადაშვილი "ქართული ოცნებიდან" დმანისის მერობისათვის უკონკურენტოდ იბრძოდა. ცესკოს წინასწარი მონაცემებით მან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 11 103 ხმა, 100% მიიღო. არჩევნებში გამარჯვების შემდეგ კობა მურადაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და მიიჩნია, რომ დმანისმა კვლავ სწორი არჩევანი გააკეთა.

“დმანისმა კვლავ გააკეთა სწორი არჩევანი! გულწრფელი მადლობა თითოეულ მოქალაქეს ნდობისთვის, მხარდაჭერისთვის და ერთიანობისთვის. ჩვენი გუნდის

გამარჯვება ეს არის თითოეული თქვენგანის გამარჯვება, ვინც გვითხრა „დიახ“ განვითარებასა და სტაბილურ მომავალს. მოხარული ვარ, რომ ამჯერადაც ერთსულოვნად, დიდი უპირატესობით გავიმარჯვეთ!” -
წერს მურადაშილი

დამნისში სულ 50 უბანი იყო გახსნილი, მუნიციპალიტეტის მასშტაბით სულ 23 291 ამომრჩეველია რეგისტრირებული. მათგან 11 454 ქალია, ხოლო 11 837 კაცი.

გარეკანის ფოტო:კობა მურადაშვილი
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები