არჩევნებზე ვასილ ხახულაშილმა 1871 ხმა მიიღო
“ქართული ოცნების” ქალაქ მარნეულის მაჟორიტიარობის კანდიდატმა, ვასილ ხახულაშილმა 1871 ხმა მიიღო, რაც 100%-იან შედეგს ნიშნავს. ხახულაშვილი მარნეულის N1 მაჟორიტარულ ოლქში უკონკურენტო კანდიდატი იყო.

აღნიშნულ მაჟორიტარულ ოლქში ცესკოს მონაცემებით, სულ 5 958 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მარნეულის 20 მაჟორიტარული ოლქიდან ოთხში მხოლოდ "ქართულმა ოცნებამ" წარადგინა კანდიდატები. ყველაზე მეტი, 3 მაჟორიტარი კანდიდატი, თამარისის თემში იყო დარეგისტრირებული.

მარნეულის 20-ივე მაჟორიტარულ ოლქში “ქართული ოცნების” კანდიდატებმა გაიმარჯვეს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები