რუსთაველის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია
იწყება
მარნეულის მერიამ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც ქალაქ
მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე, წყალმომარაგების სისტემის
სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება. პროცესის ფარგლებში ქუჩა
ეტაპობრივად დაიკეტება ოთხ ზონად:
ზონა 1: სამედ ვურღუნის წრიული – მაზნიაშვილის ქუჩის ჩასახვევი
7 ოქტომბერი – 21 ოქტომბერი (13 დღე)
ზონა 2: მაზნიაშვილის ქუჩის ჩასახვევი – გამსახურდიას ქუჩის
ჩასახვევი
22 ოქტომბერი – 3 ნოემბერი (11 დღე)
ზონა 3: გამსახურდიას ქუჩის ჩასახვევი
– რუსთაველის ხიდი
4 ნოემბერი – 16 ნოემბერი (12 დღე)
ზონა 4: რუსთაველის ხიდი – იუსტიციის სახლი
17 ნოემბერი – 30 ნოემბერი (11 დღე)
"სამუშაოებს კომპანია „ჩაინა ჯეო-ინჯინერინგ ქორფორეიშენი“
ახორციელებს, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების
კომპანიისა“ და აზიის განვითარების ბანკის დაკვეთით. მარნეულის
მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა ბოდიშს უხდის მოსახლეობას დროებითი
დისკომფორტისთვის." -წერს მერია განცხაებაში