ქვემო ქართლის ოთხ მუნიციპალიტეტში ერთკანდიდატიანი არჩევნები
ჩატარდა.
4 ოქტომბერს გამართულ არჩევნებში კონკურენტი არ ჰყოლია წალკას,
გარდაბანს, თეთრიწყაროს და დმანისს. აღნიშნულ მუნიციპალიტეტბში
მერობის კანდიდატები მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ ჰყავდა.
წალკაში 7574 ხმმით გაიმარჯვა ილია საბაძემ. წალკის
მუნციპალიტეტში სულ 19,727 ამომრჩეველი იყო რეგისტრიტებული.
თეთრიწყაროს მერი გახდა მიხეილ აფციაური. მან 8852
ხმა მიიღო. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სულ 20,306 ამომრჩეველი იყო
რეგისტრირებული.
გარდაბნის მერობის კანდიდატმა დავით კარგარეთელმა
30064 ხმა მიიღო. გარდაბნის მუნიციპალიტეტში 74,755 ამომრჩეველია
რეგისტრირებული.
დმანისის მერობისათვის ასევე უკონკურენტოდ იბრძოდა
კობა მურადაშილი. მან 11 103 ხმა მიიღო. დამანისში სულ 50 უბანი იყო
გახსნილი, მუნიციპალიტეტის მასშტაბით სულ 23 291 ამომრჩეველია
რეგისტრირებული.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს
ჩატარდა.
საარჩევნო პროცესი წინა არჩევნებისგან განსხვავებული იყო, რადგან
ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ ბოიკოტის ნიშნად მასში მოანწილეობა
არ მიიღო. აცხადებენ, რომ არ აღიარებენ 2024 წლის საპარლამენტო
არჩევნებს და არ ენდობიან არალეგიტიმური მთავრობის მიერ დანიშნულ
საარჩევნო კომისიას.
საერთაშორისო და ადგილობრივი დამოუკიდებელი ორგანიზაციების უმეტესობა
არჩევნებს არ აკვირდებოდა.