შინაგან საქმეთა სმინისტროს განცხადებით, მარნეულში,
მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, კაცი დააკავეს.
“გამოძირბით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მარნეულში მდებარე ერთ-ერთ
რესტორანში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 1999 წელს დაბადებულ მ.ო.-ს
ბასრი დანის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანებება მიაყენა და
შემთხვევის ადგილიდან მიიმალა”. - აღნიშნულია შსს-ს გამცხადებაში
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაშავებული
პირი სამედიცინო
დახმარების გაწევის მიზნით საავადმყოფოშია გადაყვანილი.
მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია 1996 წესლ დაბადებული მ.შ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს,
რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 15 წლამდე ვადით
თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.