მერიის მოქალაქეთა მომსახურების განყოფილების ოთახში იატაკია ასაწევი - მერიამ ხის მასალსა და იატაკში 1 004 ლარი გადაიხადა
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში საქმისწარმოებისა და მოქალაქეთა მომსახურების განყოფილების ოთახში იატაკის აწევაა საჭირო. მარნეულის მერიამ მოქალაქეთა მომსახურების განყოფილების ოთახის იატაკის ასაწევად ორი გამარტივებული შესყიდვა გააფორმა და ხის ნაჭრები, ლამინირებული იატაკის საფარი და პლინტუსები შეისყიდა.

მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელს, როინ დეკანოიძეს შესყიდვის გამოცხადებისათვის მოხსენებითი ბარათით, 12 აგვისტოს, მერიის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების ხელმძღვანელმა, ბესიკ სეხნიაშვილმა მიმართა. მოხსენებითი ბარათის მიხედვით, სამუშაო ოთახი დაბალ

ნიშნულზეა, რის გამოც მოქალაქეთა მომსახურების განყოფილებას სრულდასოვანი სერვისის გაწევაში ხელი ეშლება.

„მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მოქალაქეთა მომსახურების განყოფილების საოპერირებო ნაწილში იატაკი არის შეუსაბამოდ დაბალ ნიშნულზე, რითაც ძირითადში ხელი ეშლება სრულფასოვანი სერვისის გაწევას მოქალაქეებისადმი, ხოლო მომუშავე თანამშრომლები კი განიცდიან ძალზედ დიდ დისკომფორტს, რისთვისაც საჭიროება მოითხოვს - შეძენილ იქნეს, როგორც შესაბამისი სამშენებლო მასალები, მათ შორის ხის მასალის ჩათვლით, ისე მუშა ხელის მომსახურება, რომელმაც შესატყვისი მასალებით უნდა შეასრულოს ეს საქმიანობა, რათა საერთო ჯამში მიღწეულ იქნეს სასურველი შედეგი...“ - აღნიშნულია გამარტივებული შესყიდვის მოხსენებით ბარათში

მარნეულის მერიამ გამარტივებული წესით 623 ლარად და 50 თეთრად შეიძინა ხის მასალა და სჭვალები/ჭანჭიკები. ხელშეკრულება მერიამ პირველ ოქტომბერს ინდივიდუალურ მეწარმე ბახდურ მირზაევთან გააფორმა.
ადგილობრივმა თვითმმართველობამ 381 ლარი გადაიხადა ლამინირებულ იატაკის საფარსა და პლინტუსებში. ხელშეკრულება მერიამ, 24 სექტემბერს, ინდივიდუალურ მეწარმე ნაილა მეხტიევასთან გააფორმა.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები