მეორე ქესალოში სპორტულ მოედანს 19 637.59 ლარად შემოღობავენ
მეორე ქესალოში სპორტულ მოედანს 19 637.59 ლარად შემოღობავენ. ადგილობრივმა თვითმმართვლობამ სამუშაოების გასახორციელებლად ხელშეკრულება გამარტივებული წესით “შპს თეთრი ხაზი 2024”- ს გაუფორმა. სახელმწიფო შესყიდვების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, მარნეულის მერია ქესალოში სპორტულ მოედანს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შემოღობავს.

ქესალოში დაგეგმილია:

  • • გრუნტის დამუშავება ხელით
  • • საძირკვლებში ლითონის მილების მონტაჟი
  • • ქვიშა ხრეშოვანი ნარევის მოწყობა
  • • ტერიტორიის შეღობვა მოთუთიებული მავთულის ბადით
  • • ბადე მოთუთიებული
  • • შესასვლელი ჭიშკრის მონტაჟი
  • • ჭიშკარის ბოძების დაბეტონება

აღსანიშნავია, რომ მარნეულის მერია სოფლის მხარდაჭერის პროექტების განხორციელებისათვის ხშირად იყენებს გამარტივებულ შესყიდვებს.

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, გასულ წელს 77 პროექტი დაამმტკიცეს.
მარნეულის მუნიციპალიტეტისთვის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი იყო 1 232 000 ლარი.

გარეკანის ფოტო:რადიო "მარნეულის" არქივი

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები