ცესკომ არჩევნები შეაჯამა - ვინ მოხვდა პროპორციული სიით საკრებულოში
მარნეულის N22 საოლქო საარჩევნო კომისიამ 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეაჯამა. შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, მარნეულის საკრებულოში მხოლოდ 1 ოპოზიციონერი დეპუტატი მოხვდა.

მარნეულოს ოცივე მაჟორიტარულ ოლქში “ქართული ოცნების” კანდიდატებმა გაიმარჯვეს.

პროპორციული სიებით მარნეულის საკრებულოში მოხვედრა 15 დეპუტატს შეეძლო. 15 ადგილიდან 14 “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა, ხოლო 1 ადგილი “ლელო - ძლიერი საქართველოს” წარმომადგენელმა აგილ მუსტაფაევმა მიიღო.

პროპორციული სია:
"ქართული

ოცნება"

1- ამირან გიორგაძე
2- რიჩარდ გიგანი
3- ბესიკ გელენიძე
4- ადილ ალიევი
5- სოსო ინაძე
6- გივი გიორგაძე
7- თეონა ფარჯიანი
8- ზურაბ ჭონიაშვილი
9- ელშან ჰასანოვი
10- ასიფ იუსბაშოვი
11- მაგამედალი ბადიევი
12- ანარ დურსუნოვი
13- აკსანა კურბანოვა
14- ორხან კასუმოვი
ლელო- ძლიერი საქართველო
15- აგილ მუსტაფაევი

შემაჯამებელი ოქმების მიხევდით, “ქართულმა ოცნებამ” 43 425 ხმა, ხოლო “ლელო - ძლიერმა საქართველომ” 3 303 ხმა მიიღო.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები