მარნეულის ახლადარჩეული მერის და საკრებულოს უფლებამოსილება 29
ოქტომბრიდან დაიწყება.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გავცელებული ინფორმაციის
მიხედვით, 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნების შედეგად არჩეული მერების
უფლებამოსილება 29 ოქტომბრიდან დაიწყება, ხოლო საკრებულოების პირველი
სხდომა 30 ოქტომბერს გაიმართება.
„საარჩევნო კომისიამ მიიღო განკარგულება და 2025 წლის 4
ოქტომბრის არჩევნების შედეგად არჩეული მუნიციპალიტეტების
წარმომადგენლობითი ორგანოების - საკრებულოების პირველი სხდომები
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 30 ოქტომბერს, 11:00 საათზე მოიწვია.
თბილისში საკრებულოს პირველ სხდომას ცესკოს თავმჯდომარე გიორგი
კალანდარიშვილი გახსნის, ხოლო რეგიონებში სხდომებს შესაბამისი საოლქო
საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეები გახსნიან“. -
აღნიშნულია ცესკოს განცხადებაში
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად მარნეულის მერი
„ქართული ოცნების“ კანდიდატი, დაურ ისმაილოვი გახდა. მარნეულის
საკრებულო 35 წევრისაგან დაკომპლექტდება, რომელთაგან 34 „ქართული
ოცნების“ ხოლო 1 „ლელო - ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელი
იქნება.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს
ჩატარდა.
საარჩევნო პროცესი წინა არჩევნებისგან განსხვავებული იყო, რადგან
ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ ბოიკოტის ნიშნად მასში მოანწილეობა
არ მიიღო. აცხადებენ, რომ არ აღიარებენ 2024 წლის საპარლამენტო
არჩევნებს და არ ენდობიან არალეგიტიმური მთავრობის მიერ დანიშნულ
საარჩევნო კომისიას.
საერთაშორისო და ადგილობრივი დამოუკიდებელი ორგანიზაციების უმეტესობა
არჩევნებს არ აკვირდებოდა.