23 ოქტომბრიდან მარნეულის ქუჩის ნაწილი გადაიკეტება-სარეაბილიტაციო სამუშაოები, სავარაუდოდ, 2 თვე გაგრძელდება
ქალაქ მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის ფარგლებში, ქუჩების ნაწილი 23 ოქტომბრიდან გადაიკეტება. სამუშაოები ექვს ზონად დაიყოფა და ქუჩები ეტაპობრივად დაიკეტება. მარნეულის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები 30 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

  • ზონა 1: სამედ ვურღუნის წრიულიდან თაყაიშვილის ქუჩის ჩასახვევამდე
  • 23 ოქტომბერი (დილის 7 საათიდან) – 3 ნოემბერი (12 დღე)
  • ზონა 2: თაყაიშვილის ქუჩის ჩასახვევიდან - მაზნიაშვილის ქუჩის ჩასახვევამდე
  • 4 ნომბერი – 16

    ნოემბერი (13 დღე)
  • ზონა 3: მაზნიაშვილის ქუჩის ჩასახვევიდან - გამსახურდიას ქუჩის ჩასახვევამდე
  • 16 ნოემბერი – 27 ნოემბერი (12 დღე)
  • ზონა 4: გამსახურდიას ქუჩის ჩასახვევიდან - ბაზრის წრიულამდე
  • 28 ნოემბერი – 9 დეკემბერი (12 დღე)
  • ზონა 5: ბაზრის წრიულიდან - რუსთაველის ხიდამდე
  • 9 დეკემბერი – 19 დეკემბერი (11 დღე)
  • ზონა 6: რუსთაველის ხიდიდან - იუსტიციის სახლამდე
  • 19 დეკემბერი – 30 დეკემბერი (12 დღე)
ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის რუსთაველის ქუჩაზე მოძრაობა ნებადართული იქნება ცალმხრივად. (სამედ ვურღუნის წრიულიდან ბაზრის მიმართულებით.)

სამუშაოებს კომპანია „ჩაინა ჯეო-ინჯინერინგ ქორფორეიშენი“, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისა“ და აზიის განვითარების ბანკის დაკვეთით, ახორციელებს.

როგორც რადიო “მარნეულს” საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ორგანიზაციული უზრუნველყოფისა და კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსმა, ელენე კავსაძემ განუცხადა, სამუშაოების განხორციელების პერიოდში, წყალმომარაგების ხანგრძლივი დროით შეზღუდა არ მოხდება. სასმელი წყალი მოსახლოებას მხოლოდ იმ დროს შეუწყდება, როდესაც მილების გადაერთების დასკვნითი ეტაპი დაიწყება.

“წყალმომარაგება შეიზღუდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც კონკრეტულ ქუჩაზე ახალ მილზე განშტოებების დაერთების სამუშაოები ჩატარდება. მოსახლეობა, რა თქმა უნდა, ამ პროცესის შესახებ წინასწარ იქნება ინფორმირებული ესემეს შეტყობინების საშუალებით. ხანგრძლივი წყვეტა ნამდვილად არ იქნება, მხოლოდ დაერთებისათვის განსაზღვრული დრო იქნება წყვეტისთვის.”

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლის თქმით, მარნეულის მასშტაბით სამუშაოების დასრულების სავარაუდო ვადა ორი თვეა, თუმცა ეს გარემო და კლიმატურ პირობებზე იქნება დამოკიდებული.

განსაზღვრული გვაქვს სამუშაოების დასასრულებლად ორთვიანი პერიოდი, თუმცა აუცილებელია გავითვალისწინოთ კლიმატური და გარემოპირობები, რომლებიც შესაძლოა გავლენას ახდენდეს სამუშაოების ვადაზე. ჩვენი ვარაუდით, თუ გარემოებებმა ხელი შეგვიწყო, სამუშაოები ორ თვეში დასრულდება” - გვითხრა ელენე კავსაძემ.

წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტი მარნეულსა და მის სოფლებში 2019 წელს დაიწყო. პროექტის ფარგლებში გადაითხარა გზები, ამორტიზდა ინფრასტრუქტურა, დაზიანდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი და კერძო ავტომობილები. თავდაპირველად, კომპანია "Akelik Group“-ს პროექტი 2021 წლის მარტამდე უნდა დაესრულებინა, თუმცა მან ვალდებულებები ვერ შეასრულა, რის გამოც 55 940 022 დოლარის ღირებულების პროექტი შეჩერდა.

ახალი ხელშეკრულება წყალმომარაგების კომპანიამ თურქულ და ჩინურ კომპანიებთან გააფორმა. სამუშაოებს აწარმოებენ "China Geo - Engineering Corporation“ (CGC) და "POLAT Yol Yapi Sanayi ve Ticaret Anonim Sirkei“.

პროექტს აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით 135 მლნ ლარზე მეტი მოხმარდება. მისი ფარგლებში შენდება წყალმომარაგების ახალი ქსელი, სატუმბო სადგური, რეზერვუარები, წყალარინების ახალი ქსელი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გამწმენდი ნაგებობა.

პროექტის დასრულების შემდეგ, მარნეულის მოსახლეობა 24-საათიანი წყალმომარაგებითა და წყალარინების ახალი ინფრასტრუქტურით უნდა იყოს უზრუნველყოფილი.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები