ქუჩები მარნეულში, რომელიც წყალმომარაგების ფარგლებში გადაიკეტება - რუკა
23 ოქტომბერს მარნეულის ქუჩების ნაწილი გადაიკეტა. ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის ფარგლებში, რამდენიმე ქუჩა ორი თვის განმავლობაში ეტაპობრივად იქნება გადაკეტილი.

ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის რუსთაველის ქუჩაზე მოძრაობა ნებადართული იქნება ცალმხრივად. (სამედ ვურღუნის წრიულიდან ბაზრის მიმართულებით.)

გთავაზოთ გადასაკეტი ადგილების თარიღებს და სამუშაობისათვის გათვალისწინებულ ვადებს რუკაზე მითითებით. 

  • ზონა 1: სამედ ვურღუნის წრიულიდან თაყაიშვილის ქუჩის ჩასახვევამდე 23 ოქტომბერი (დილის 7 საათიდან) –

    3 ნოემბერი (12 დღე)
  • ზონა 2: თაყაიშვილის ქუჩის ჩასახვევიდან - მაზნიაშვილის ქუჩის ჩასახვევამდე 4 ნომბერი – 16 ნოემბერი (13 დღე)
  • ზონა 3: მაზნიაშვილის ქუჩის ჩასახვევიდან - გამსახურდიას ქუჩის ჩასახვევამდე 16 ნოემბერი – 27 ნოემბერი (12 დღე)
  • •ზონა 4: გამსახურდიას ქუჩის ჩასახვევიდან - ბაზრის წრიულამდე 28 ნოემბერი – 9 დეკემბერი (12 დღე)
  • ზონა 5: ბაზრის წრიულიდან - რუსთაველის ხიდამდე 9 დეკემბერი – 19 დეკემბერი (11 დღე)
  • ზონა 6: რუსთაველის ხიდიდან - იუსტიციის სახლამდე 19 დეკემბერი – 30 დეკემბერი (12 დღე)
წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტი მარნეულსა და მის სოფლებში 2019 წელს დაიწყო. პროექტის ფარგლებში გადაითხარა გზები, ამორტიზდა ინფრასტრუქტურა, დაზიანდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი და კერძო ავტომობილები. თავდაპირველად, კომპანია "Akelik Group“-ს პროექტი 2021 წლის მარტამდე უნდა დაესრულებინა, თუმცა მან ვალდებულებები ვერ შეასრულა, რის გამოც 55 940 022 დოლარის ღირებულების პროექტი შეჩერდა და ამ დრომდე გაიწელა.

ვრცლად: 23 ოქტომბრიდან მარნეულის ქუჩის ნაწილი გადაიკეტება-სარეაბილიტაციო სამუშაოები, სავარაუდოდ, 2 თვე გაგრძელდება

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები