მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე, ავტომობილი ქვეითს დაეჯახა.
შემთხვევა დღეს მოხდა. რადიო მარნეულის ინფორმაციით, დაშავებულია
მოსწავლე, რომელიც გადაყვანილია საავადმყოფოში.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე
გამოძიება დაიწყო საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით — რაც
ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას
გულისხმობს, რამაც სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
შემთხვევის სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.