მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ
ზამთრისათვის ავტომობილის ახალი საბურავები შეისყიდა.
მარნეულის მერიასა და შპს „თეგეტა მოტორსს“ შორის გაფორმებული
ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიამ მარნეულის მერიას მომსახურება 2026
წლის 31 იანვრის ჩათვლით უნდა მიაწოდოს.
„მიმწოდებელი ვალდებულია განახორციელოს უფლებრივად და
ნივთობრივად უნაკლო შესყიდვის ობიექტის მიწოდება მოქმედი ყველა საჭირო
ნორმების, სტანდარტების, წესებისა და მოთხოვნების დაცვით. გარანტია
გავრცელდება შესყიდვის ობიექტზე სწორი ექსპლუატაციის შემთხვევაში
არანაკლებ 50000 კმ. გარბენზე“. - აღნიშნულია შესყიდვის
ხელშეკრულებაში
მარნეულის მერიამ „თეგეტა მოტორსისაგან“ 36 ზამთრის საბურავი
შეისყიდა. ერთი საბურავის ღირებულება 159 ლარია, შესაბამისად მერიამ
კომპანიას საბურავების შესყიდვისათვის 5 088 ლარი გადაუხადა.
რადიო „მარნეული“