ბაზრის სასადილოს მეპატრონე ქაბაბში ვირის ხორცის არსებობას უარყოფს
მარნეულის ბაზარში მდებარე 2 სასადილოში აღებულ ფარშის სინჯებში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ვირის ხორცი აღმოაჩინა.
დღეს, 4 ნოემბერს, გავრცელებულ განცხადებაში სურსათის ეროვნული სააგენტო აღნიშნავს, რომ 2 სასადილოში ვირის დნმ-ი აღმოაჩინეს.

“ლაბორატორიული კვლევით, სურსათის 2 ნიმუშში ვირის დნმ გამოვლინდა:
ხორცის ფარში - მწარმოებელი: ი/მ ,,საბირ ჩილდირლი“ (სასადილო),
მისამართი: მარნეული, აღმაშენებლის ქ. 2ა (ბაზრის მიმდებარე ტერიტორია), დამზადების თარიღი: 29.10.2025;
ხორცის ფარში - მწარმოებელი: ი/მ ,,ფამილ მაგაროვი“ (სასადილო),
მისამართი: მარნეული, აღმაშენებლის ქ. №2ა (ბაზრის მიმდებარე ტერიტორია), დამზადების

თარიღი: 29.10.2025.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით, აღნიშნული სურსათი ამოღებულია რეალიზაციიდან.

ბიზნესოპერატორებს შეუჩერდათ საწარმოო პროცესი და მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებს გადაეცა” - აღნიშნულია სესის განცხადებაში

ერთ-ერთმა მეწარმემ, ფამილ მაგაროვმა რადიო “მარნეულთან” საჯარო კომენტაროს გაკეთება არ ისურვა, მაგრამ განაცხადა რომ მის სასადილოში არსებული ხორცის ხარისხში დარწმუნებულია. ამბობს, რომ 100%-ით ძროხის ხორცია და ნიმუშების ლაბორატორიულ შემოწმებას თავადაც აპირებს, რათა სიმართლე დაამტკიცოს.
მათ ფარშში ვირის ხორცის არსებობას უარყოფენ სესის მიერ გამოვლენილ მეორე სასადილოშიც.

აღსანიშნავია, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოვლენილი სასადილოები მარნეულის ბაზარში ფუნქციონირებენ და ძირითადად ქაბაბს ამზადებენ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები