დღეს, 5 ნოემბერს, ქალაქ მარნეულსა და მიმდებარე სოფლებში, წერეთელსა
და საიმერლოში, გაზმომარაგება 10:00 საათიდან შეწყდა.
„სოკარ ჯორჯია გაზის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით,
მარნეულში გაზმომარაგების შეწყვეტის მიზეზი გაზსადენზე დაგეგმილი
სარემონტო საექსპლუატაციო სამუშაოებია.
„ბუნებრივი გაზის მიწოდება ეტაპობრივად დაიწყება 05
ნოემბრის 17:00 საათიდან და სრულად აღდგება დღის ბოლომდე. კომპანია
„სოკარ ჯორჯია გაზი" ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის და აბონენტებს
მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის
ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის
დანადგარები“. - აღნიშნულია სოკარის განცხადებაში
„სოკარ ჯორჯია გაზის“ მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით,
გაზმომარაგება სრულიად გაეთიშა ქალაქ მარნეულის 10 763 აბონენტს.
ბუნებრივი აირის მიწოდება 17:00 საათიდან ეტაპობრივად დაიწყება.
რადიო „მარნეული“