შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადების მიხედვით, ქვემო ქართლის
პოლიციის დეპარტამენტის
დმანისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობის
ბრალდებით დააკავეს კაცი, რომელმაც გარდაცვლილის ცხედარი საკუთარ
ეზოში დამარხა.
განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1979 წელს დაბადებული,
წარსულში სხვადასხვა დანაშაულებისათვის ნასამართლევი ჯ.ა.
„სამართალდამცველების მიერ ჩატარებული გამოძიებით
დადგინდა, რომ მთვრალ მდგომარეობაში მყოფ ჯ.ა.-ს და დ.დ.-ს შორის
მომხდარი ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა,
შედეგად დ.დ.-მ დაკარგა წონასწორობა, დაგორდა კიბეებზე, დაეცა ბეტონის
ფილაზე. მიღებული დაზიანების შედეგად დ.დ. შემთხვევის ადგილზე
გარდაიცვალა. ბრალდებულმა კვალის დაფარვის მიზნით, ცხედარი საკუთარი
საცხოვრებელი სახლის ეზოში დამარხა“. - აღნიშნულია
შსს-ს განცხადებაში
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადების მიხედვით, მოკლულის ცხედარი
ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად ბრალდებულის
საცხოვრებელი სახლის ეზოში აღმოაჩინა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით
მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების
შემთხვევაში, დანაშაული 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.