საერთაშორისო და ადგილობრივი მოვლენები-მოკლედ
მთავარი ამბები

ომი და დახმარება: დრონები რუსეთის წინააღმდეგ დღეს გამთენიისას უკრაინულმა დრონებმა იერიში მიიტანეს რუსეთში, კრასნოდარის მხარეში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, რასაც ხანძარი მოჰყვა. პარალელურად ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთმა უკრაინას უახლესი თაობის, 500 კილომეტრის რადიუსის მქონე „Rodeur 330“-ის ტიპის საბრძოლო დრონები გადასცა.

აშშ-მა რუსეთის მოქალაქეების დეპორტაცია განაახლა არიზონის შტატიდან შესრულდა 2026 წლის პირველი სპეცრეისი, რომლითაც აშშ-მა 20-მდე რუსეთის

მოქალაქე გამოაძევა — მათ თავშესაფრის მიღებაზე უარი ეთქვათ. უფლებადამცველები აცხადებენ, რომ სამშობლოში დაბრუნებულებს რუსული სპეცსამსახურების მხრიდან დაკითხვა და პატიმრობა ემუქრებათ.

აზერბაიჯანის მსხვილი გარიგება BlackRock-თან ილჰამ ალიევმა დავოსში ხელი მოაწერ
ა შეთანხმებას ამერიკულ გიგანტ კომპანია BlackRock-თან. აზერბაიჯანის ნავთობის ფონდი 1.5 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავს, მათ შორის ხელოვნური ინტელექტისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით. საინტერესოა, რომ „ქართული ოცნების“ რიტორიკაში BlackRock-ი ხშირად მოიხსენიება ე.წ. „გლობალური ომის პარტიის“ ნაწილად, მაშინ როცა მეზობელი აზერბაიჯანი მასთან სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებს.

პოლიტიკა და სამართალი საქართველოში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა, ზვიად ხარაზიშვილმა („ხარებამ“) დაადასტურა, რომ სისტემა საკუთარი სურვილით დატოვა. პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკემბრის აქციების მონაწილეებს ტროტუარზე დგომისა და „გადაადგილების ხელშეშლისთვის“ ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ევროკავშირი ამ გადაწყვეტილებას „განსხვავებული აზრის გაჩუმების მცდელობად“ აფასებს.

კრიმინალი ბათუმში ბათუმში მკვლელობის მცდელობის ფაქტი დაფიქსირდა. 38 წლამდე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალმა პარტნიორი მამაკაცი დანით დაჭრა. დაშავებული კლინიკაშია, ბრალდებულს კი 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

სტიქია და სკანდალი აშშ-ში ამერიკას ძლიერმა ყინვამ და თოვლმა გადაუარა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. პოლიტიკურ ველზე კი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვენესუელის ლიდერის დაკავებისას ამერიკელმა სამხედროებმა „საიდუმლო აკუსტიკური იარაღი“ გამოიყენეს.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები