ე.წ. ფასებთან ბრძოლა სინამდვილეში ფასების ზრდის 100 დღედ გადაიქცა,
რადგან გაძვირებული ცხოვრების უკან დგას „ოცნების“ ყულაბა და
კორუფციული ინტერესები, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის წევრი,
ლაშა ფარულავა სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ის აღნიშნავს, „ქვეყანაში პრაქტიკულად ყველაფერი გაძვირდა,
კომუნალური ხარჯებიდან დაწყებული, პირველადი მოხმარების საკვებით
დასრულებული“.
„ირაკლი კობახიძის 100-დღიანი “ბრძოლა” მაღალ ფასებთან და
რეალობა სინამდვილეში, ანუ რა გაძვირდა მას შემდეგ: ელექტროენერგია –
+33%; პური/ფქვილი – +10-20%; ხორცი – +10-20%; ბოსტნეული/ხილი –
+30%-ზე მეტი; რძის პროდუქტები – +15-25%; კვების
ობიექტები/რესტორნები – +15-25%; კვერცხი და პროდუქტების სრული
სპექტრი – გაძვირებული; მედიკამენტები – +10-15%; საგზაო ჯარიმები –
გაორმაგებული; 6 წლამდე ავტომობილების იმპორტი/განბაჟება –
გაორმაგდა/გახუთმაგდა; საწვავი – +40-50 თეთრი/ლიტრი; საქალაქთაშორისო
მგზავრობა – +20%; ირიგაცია (მორწყვა) – გაძვირდა ფერმერებისთვის;
ქორწინების რეგისტრაცია – გაძვირდა; კომუნალური გადასახადები – ჯამში
მნიშვნელოვნად გაზრდილი; ერთჯერადი პლასტმასის აკრძალვა – აძვირებს
პროდუქციას; პრაქტიკულად ყველაფერი გაძვირდა, კომუნალური ხარჯებიდან
დაწყებული, პირველადი მოხმარების საკვებით დასრულებული. ე.წ. ფასებთან
ბრძოლა სინამდვილეში ფასების ზრდის 100 დღედ გადაიქცა, რადგან
გაძვირებული ცხოვრების უკან დგას “ოცნების“ ყულაბა და კორუფციული
ინტერესები“, - წერს ფარულავა.