საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით
სონღულაშვილი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში
ბაქო-ში შეხვდა აზერბაიჯანის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების
მინისტრს რაშად ისმაილოვი.
დავით სონღულაშვილმა აზერბაიჯანულ მხარეს მასპინძლობისთვის მადლობა
გადაუხადა და აღნიშნა, რომ გარემოს დაცვის სფეროში ორ ქვეყანას შორის
თანამშრომლობა მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელსაც კიდევ უფრო
გაძლიერების პოტენციალი აქვს.
მისი თქმით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს წყლის რესურსების
მართვას, ბიომრავალფეროვნების
დაცვას და კლიმატურ რისკებზე ერთობლივ
რეაგირებას, რათა გარემოსდაცვითი პოლიტიკის ეფექტიანობა
გაიზარდოს.
შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს ბაქოში გამართული კლიმატის
კონფერენცია COP 2024 და აღნიშნეს, რომ ის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო
გლობალური კლიმატური პოლიტიკის გაძლიერების, მათ შორის ფინანსური
უზრუნველყოფისა და ადაპტაციის მექანიზმების განვითარების
მიმართულებით.
აზერბაიჯანულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა ბიომრავალფეროვნებისა და
დაცული ტერიტორიების მართვის სფეროში მიმდინარე თანამშრომლობაზე, მათ
შორის ერთობლივ პროექტებზე მემორანდუმის ფარგლებში. განსაკუთრებით
აღინიშნა ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე ქურციკების აღდგენის პროექტი,
რომელიც წარმატებული გარემოსდაცვითი თანამშრომლობის მაგალითად
დასახელდა.
შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე, საერთაშორისო
ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი დავით
ჩიტაიშვილი, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზურაბ
გოზალიშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი
და აზერბაიჯანში საქართველოს საქმეთა დროებით რწმუნებული მაია
თაბაგარი.