თბილისში აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
25 მაისს თბილისში გაიმართა ღონისძიება, რომელიც 28 მაისს – აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა. ღონისძიება საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო ჰიმნების შესრულებით დაიწყო.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოში აზერბაიჯანის ელჩი ფაიგ გულიევი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრები, მთავრობის წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და საზოგადოების წევრები.

სივრცეში წარმოდგენილი იყო ვიდეორგოლი, რომელიც მსოფლიო ურბანული ფორუმის მე-13 სესიას მიეძღვნა.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ელჩმა ფაიგ გულიევმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანელი ხალხი ისტორიის განმავლობაში მრავალ სირთულესა და გამოწვევას შეხვდა, თუმცა დამოუკიდებლობის სურვილი არასოდეს განელებულა. მან ხაზი გაუსვა, რომ აზერბაიჯანი მუსლიმურ სამყაროში პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელია და თანამედროვე აზერბაიჯანის სახელმწიფო სწორედ ამ ისტორიული ბრძოლის შედეგია.

ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანისა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის გზები სწორედ თბილისში გადაიკვეთა და ეს ისტორიული კავშირები დღესაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებაში.

ფაიგ გულიევმა ასევე ისაუბრა ბაქო–თბილისი–ბაქოს სამგზავრო მატარებლის მოძრაობის აღდგენაზე. მისი თქმით, პირველი მატარებელი 25 მაისს ბაქოდან გაემგზავრება და საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს თბილისში ჩამოვა. მან აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებას განსაკუთრებული სიმბოლური მნიშვნელობა აქვს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა თავის გამოსვლაში აზერბაიჯანელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. მან ხაზი გაუსვა, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებული მეგობრული და ძმური ურთიერთობები მრავალი წელია წარმატებით ვითარდება.

ღონისძიება საკონცერტო პროგრამით გაგრძელდა. მაყურებლის წინაშე წარდგნენ აზერბაიჯანის დამსახურებული არტისტის, თეიიარ ბაირამოვის ანსამბლი, ვოკალური კონკურსის „რანინას“ მონაწილეები.


Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/marneulifm.ge/public_html/templates/default/html/com_content/article/default.php on line 166
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები