შსს-ში სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სამმართველო ამოქმედდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად შექმნილმა სამმართველომ ფუნქციონირება დაიწყო.

უწყების ინფორმაციით, სამმართველოს ძირითადი ფუნქცია ადამიანის ღირსების შემლახველი, შეურაცხმყოფელი და სიძულვილის ენის შემცველი საჯარო განცხადებების მონიტორინგი და პროაქტიული გამოვლენა იქნება, თუ ისინი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ნიშნებს შეიცავს.

სამმართველო ასევე უზრუნველყოფს სავარაუდო სამართალდამრღვევი პირების გამოვლენას, მათი ვინაობის დადგენას, ადმინისტრაციული

წარმოების მასალების მომზადებას, სამართალდარღვევის ოქმის შედგენასა და საქმეების სასამართლოში გადაგზავნას.

საწყის ეტაპზე სამმართველოში 10 საშტატო ერთეული განისაზღვრა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თანამშრომლები საქმიანობას მოქმედი კანონმდებლობისა და ქვეყანაში არსებული სამართლებრივი ჩარჩოს ფარგლებში განახორციელებენ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები