საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გეკა გელაძე
დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკა
ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში გეკა გელაძემ შეხვედრა გამართა ალი
ნაგიევი-სთან.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული
სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები, სამხრეთ კავკასიის რეგიონში
მიმდინარე პროცესები და საერთაშორისო უსაფრთხოების წინაშე არსებული
თანამედროვე გამოწვევები განიხილეს.
მხარეებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს მზარდი გლობალური საფრთხეების
პირობებში ორი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებს
შორის მჭიდრო
თანამშრომლობისა და პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების
მნიშვნელობაზე.
საუბარი შეეხო 2026 წლის სექტემბერში ბაქოში დაგეგმილ უსაფრთხოების
ყოველწლიურ ფორუმსაც, რომელიც რეგიონული და საერთაშორისო
თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელოვან პლატფორმად განიხილება.
შეხვედრის დასასრულს გეკა გელაძემ აზერბაიჯანელ კოლეგას
მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოში საპასუხო ვიზიტით
მოიწვია.
აზერბაიჯანში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის
უფროსთან ერთად იმყოფებოდნენ მისი მოადგილეები — თამაზ ბორაშვილი და
ალექსანდრე მაისურაძე.