გიორგი ბახუაშვილი, "ქართული ოცნების" დამფუძნებლისა და საპატიო
თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის დაცვის ყოფილი უფროსი, რომელიც
დაახლოებით 1 თვის წინ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
მოადგილედ დაინიშნა, ახლა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის
მოადგილედ გადაიყვანეს.
ბრძანებას, რომლის მიხედვითაც ჩანს, რომ ბახუაშვილმა ეს თანამდებობა 6
ივლისიდან დაიკავა, ხელს "ქართული ოცნების" მთავრობის
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს.
შს მინისტრის მეექვსე მოადგილედ ბახუაშვილის დანიშვნის
შესახებ ცნობა
სამინისტრომ 10 ივნისს გაავრცელა.
გიორგი ბახუაშვილს აქვს პოლიციის პოლკოვნიკის წოდება. სხვადასხვა დროს
ის მუშაობდა შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტსა და დაცვის
პოლიციაში.