ქვემო ქართლი მშენებლობის ნებართვების გაცემით თბილისის შემდეგ მეორეა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატი) გამოაქვეყნა 2026 წლის იანვარ-ივნისის მონაცემები მშენებლობაზე გაცემული ნებართვებისა და ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების შესახებ. მონაცემები აჩვენებს, რომ ქვემო ქართლის რეგიონი მშენებლობაზე გაცემული ნებართვების რაოდენობით თბილისის შემდეგ ქვეყანაში მეორე ადგილზეა, ხოლო ექსპლუატაციაში ჩაბარებული ობიექტების მიხედვით - მეოთხე.



მშენებლობის ნებართვები — ქვემო ქართლი მეორეა

2026 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში სულ გაცემულია 5 391 ნებართვა (-0.6% წინა

წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით) 5 275.7 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (+1.7%).

ნებართვების თითქმის სამი მეოთხედი ოთხ რეგიონზე მოდის:

თბილისი — 49.2%
ქვემო ქართლი — 9.2%
აჭარის ა.რ. — 7.6%
კახეთი — 7.3%

ანუ ქვემო ქართლი დედაქალაქის შემდეგ ერთადერთი რეგიონია, რომელსაც ორნიშნა (თითქმის) წილი უჭირავს გაცემულ ნებართვებში.

ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტები

იანვარ-ივნისში ექსპლუატაციაში ჩაბარდა 1 546.2 ათასი კვ.მ ფართობი (-3.6%) — სულ 1 459 ობიექტი (-5.3%).

ლიდერი რეგიონები:

თბილისი — 31.9%
მცხეთა-მთიანეთი — 15.1%
კახეთი — 12.1%
ქვემო ქართლი — 10.0%



რა შენდება

საქსტატის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-ივნისში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები