პირველი სექტემბრიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
უფლებამოსილი
დანაყოფები საგზაო მოძრაობისას სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის
შედეგად წარმოქმნილი ხმაურის დონის შემოწმებას იწყებენ. უწყების
ინფორმაციით, შემოწმება ISO 5130:2019 საერთაშორისო სტანდარტის
შესაბამისი პორტატული მოწყობილობებით განხორციელდება.
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, დასახლებულ პუნქტებში ღამის
საათებში (23:00-დან 08:00 საათამდე) ავტომობილის ხმაურის დასაშვები
ზღვარი 80 დეციბალია.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დაწესებულია
შემდეგი სანქციები:
პირველი დარღვევა: 100 ლარის ჯარიმა და მართვის მოწმობაზე 10 ქულის
დაკლება;
მეორე დარღვევა: 200 ლარის ჯარიმა და 20 ქულის დაკლება;
მესამე და ყოველი მომდევნო დარღვევა: 300 ლარის ჯარიმა და 30 ქულის
დაკლება.