პოლიტიკა
თამაზ ნავერიანს ნინია კაკაბაძის საზმაუს ბორდში არჩევის შემდეგ შემძვრელი გრძნობა დაეუფლა
პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვის თანამდებობაზე საპარლამენტო უმცირესობის მიერ დასახელებული ნინია კაკაბაძე აირჩია. მას მხარი 55-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ 12 წავიდა. 55 დეპუტატს შორის მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი თამაზ ნავერიანიც არის.
6 აპრილს, დეპუტატი ფეისბუქ პოსტს აქვეყნებს სადაც ნინია კაკაბაძის არჩევასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს და მასმედიაში აგორებულ აჟიოტაჟად აფასებს.

„მე, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრს, კარგად მაქვს გააზრებული ჩემი როლი და პასუხისმგებლობა სახელმწიფოს წინაშე და ყოველთვის გავემიჯნები უადგილო პოპულიზმს, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს გუნდის ერთიანობას და სახელმწიფო ინტერესებს.
ძნელი მისახვედრი არ არის, რომ საქმე გვაქვს სწორედ ასეთ აჟიოტაჟზე გათვლილ პროვოკაციულ მოქმედებასთან საპარლამენტო უმცირესობის მხრიდან, რომელიც ხელოვნურად მანიპულირებდა კანონით მისთვის მინიჭებული კვოტით. უმცირესობა ამაოდ ცდილობს ჩვენს გუნდში განხეთქილების შეტანას და ამ მიზნით თავს გვახვევს იაფფასიან დილემას: უნდა ავირჩიოთ მიუღებელი კანდიდატებიდან ერთერთი და რადგან სასწორის მეორე პინაზე დგას კანონისმიერი ვალდებულება და სახელმწიფო ინტერესები, ჩვენ ვიღებთ გამოწვევას და ვაკეთებთ არჩევანს. ჩვენ ოპონენტს ვერ მივცემთ საშუალებას, წარმოადგინოს სურათი ისე, თითქოს ჩვენთვის მიუღებელია განსხვავებული აზრის არსებობა მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში და ამის გამო ვბლოკავთ მათ მიერ შემოთავაზებულ კანდიდატებს. ნინია კაკაბაძეზე უკეთეს კანდიდატურას უმცირესობა ვერ/არ წარმოადგენდა და ნებისმიერი სხვა კანდიდატიც იქნებოდა ზუსტად იმ „ფასეულობათა“ მატარებელი, რომელიც მიუღებელია საზოგადოების უმრავლესობისათვის - როგორც წესი, ეს ადამიანები ღიად უპირისპირდებიან ქართულ ეროვნულ ტრადიციებს და გააჩნიათ მკვეთრად გამოხატული მიუღებლობა მართლმადიდებლური ეკლესიისა და საქართველოს პატრიარქის მიმართ
“. ვკლითხულობთ ნავერიანის ფეისბუქ სტატუსში

დეპუტატი წერს რომ ხმის მიცემამდე ნინია კაკაბაძის ნეგატიური დამოკიდებულების შესახებ ეკლესიის მიმართ იცოდა თუმცა კაკაბაძის მიმართ გამორჩეული ყურადღება არ დაუთმია.

„ვაღიარებ, რომ ნამდვილად არ მქონდა მოსმენილი კაკაბაძის ასე მკვეთრად გამოხატული, უტიფარი განცხადება საქართველოს ეკლესიის მეთაურის მიმართ, რომელიც სცილდება ყოველგვარი ეთიკის ჩარჩოებსაც კი და უკიდურესად შეურაცხყოფს ყველა მომრწმუნე ადამიანის უსპეტაკეს გრძნობებს. შესაძლოა, ახლა უადგილოა ამაზე საუბარი, მაგრამ მაინც გეტყვით, რომ ის მძაფრი და სულის შემძვრელი გრძნობა, რაც დამეუფლა ამ ქალბატონის ცნობილი განცხადების დაგვიანებით მოსმენის შემდეგ, აუცილებლად იქონიებდა გავლენას ჩემს გადაწყვეტილებაზე კენჭისყრის დროს. საზოგადოებას ვთხოვ, ქრისტიანული სულგრძელობით გაზომოს ჩემი ნაბიჯები და მომიტევოს უნებლიე შეცდომა“.- ასევე წერია მაჟორიტარი დეპუტატის განცხადებაში.

მსგავსი განცხადებით ასევე პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში ნინია კაკაბაძის მხარდაჭერის გამო საზოგადოებას ბოდიში მოიხადა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს შესარჩევმა კომისიამ რეკომენდაცია 12 კანდიდატს მისცა. ნინია კაკაბაძემ და ია მამალაძემ კომისიისგან ყველაზე დადებითი შეფასება მიიღეს. ამის შემდეგ კი კაკაბაძის კანდიდატურა საპარლამენტო უმცირესობამ წარუდგინა პარლამენტს. პირველ კენჭისყრაზე პარლამენტმა კაკაბაძის კანდიდატურა ჩააგდო, ხოლო დღეს აირჩია.

პარლამენტს სამეურვეო საბჭოს ოთხი წევრი უნდა შეერჩია, მაგრამ თავდაპირველად მხოლოდ ორი წევრი დაამტკიცა – უმრავლესობის კანდიდატი ზაზა შათირიშვილი და აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ დასახელებული კანდიდატი ბესიკ ლილუაშვილი. სახალხო დამცველის მიერ წარდგენილმა კანდიდატმა ზვიად დევდარიანმა მის მიმართ გამოთქმული სექსუალური შევიწროების ბრალდებების გამო კანდიდატურა მოხსნა, ხოლო საპარალმენტო უმცირესობის მიერ წარდგენილ კანდიდატს, ჟურნალისტ ნინია კაკაბაძეს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა. დევდარიანის ნაცვლად ომბუდსმენმა პარლამენტს იზაბელა ოსიპვას კანდიდატურა დაასახელა რომელიც ასევე პარლამენტარებმა 95 ხმით აირჩიეს.


| Print |
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
პარტია „საქართველომ“ მარნეულის
მერობის კანდიდატატდ ლეილა ხარაიშვილი წარადინა.  პარტიის
თავმჯდომარე გიორგი ლილუაშვილი მიიჩნევს, რომ ხარაიშვილის მერობა
მარნეულის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.
13:19 / 18.04.2019
პარტია „საქართველომ“ მარნეულის მერობის კანდიდატატდ ლეილა ხარაიშვილი წარადინა.  პარტიის თავმჯდომარე გიორგი ლილუაშვილი მიიჩნევს, რომ ხარაიშვილის მერობა მარნეულის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს
პარლამენტის შუალედური, მუნიციპალიტეტის მერების რიგგარეშე და
საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი
ნომრები განსაზღვრა.
11:45 / 18.04.2019
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის შუალედური, მუნიციპალიტეტის მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა.
მარნეულის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი, ალი
ბადიროვი მარნეულის საარჩევნო ოლქში უკვე ოფიციალურად
დარეგისტრირდა.
16:21 / 17.04.2019
მარნეულის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი, ალი ბადიროვი მარნეულის საარჩევნო ოლქში უკვე ოფიციალურად დარეგისტრირდა.
16
აპრილს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთლის სარკინიგზო
გადასასვლელზე  ავარია მოხდა.
12:27 / 17.04.2019
16 აპრილს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთლის სარკინიგზო გადასასვლელზე  ავარია მოხდა.
მარჯვენასაჭიანი ტაქსები 2021 წლის
1 იანვრიდან აიკრძალება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ
დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა,
ტაქსების საინიციატივო ჯგუფთან მეორე პრობლემურ საკითხზეც მიღწეულია
შეთანხმება და მარჯვენასაჭიანი ტაქსები „ბ“ კატეგორიაში 2020 წლის
ბოლომდე დარჩებიან.
12:10 / 17.04.2019
მარჯვენასაჭიანი ტაქსები 2021 წლის 1 იანვრიდან აიკრძალება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, ტაქსების საინიციატივო ჯგუფთან მეორე პრობლემურ საკითხზეც მიღწეულია შეთანხმება და მარჯვენასაჭიანი ტაქსები „ბ“ კატეგორიაში 2020 წლის ბოლომდე დარჩებიან.
კვიპროსმა საქართველო უსაფრთხო
ქვეყნად აღიარა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე
ზურაბიშვილმა საქართველოში ვიზიტად მყოფ კვიპროსის პრეზიდენტთან ერთად
გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
12:06 / 17.04.2019
კვიპროსმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში ვიზიტად მყოფ კვიპროსის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
დღეს
ისტორიული დღეა, რადგან 27 წლის დიპლომატიური ურთიერთობების შემდეგ,
საქართველოში ჩამოვიდა კვიპროსის პრეზიდენტი, - ამის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კვიპროსის პრეზიდენტთან
გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
12:05 / 17.04.2019
დღეს ისტორიული დღეა, რადგან 27 წლის დიპლომატიური ურთიერთობების შემდეგ, საქართველოში ჩამოვიდა კვიპროსის პრეზიდენტი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კვიპროსის პრეზიდენტთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კნიაზ ალიევის გულის გადანერგვის ოპერაციიდან ერთი
წელი გავიდა.
17:22 / 16.04.2019
კნიაზ ალიევის გულის გადანერგვის ოპერაციიდან ერთი წელი გავიდა.