დღეს აზერბაიჯანში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებია
დღეს, 11 აპრილს, აზერბაიჯანში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ხმის მიცემა დილის 8:00 საათიდან დაიწყო და 19:00 საათზე დასრულდება. დამტკიცებული სიის მიხედვით საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩვევლების ჩათვლით, აზერბაიჯანში 5 309 434 ამომრჩეველია. ამომრჩევლების 50,78% ქალია, 49,22% კაცი.

ამომრჩევლები 125 საარჩევნო უბანზე დააფიქსირებენ ხმას. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტობისთვის 8 კანდიტატი იბრძვის

ეროვნული საბჭოს ჩათვლით რამდენიმე სხვადასხვა პოლიტიკური ორგანიზაცია არჩევნების ადრეულად ჩატარებას აკრიტიკებენ და ხმის მიცემის პროცესისთვის ბოიკოტს აცხადებენ.


რადიო "მარნეული"

Print