პოლიტიკა
NDI-ის და საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტეტის თანაორგანიზებით გაიმართება საჯარო შეხვედრა თემაზე “ევროინტეგრაცია და ვიზალიბერალიზაცია”.
საჯარო შეხვედრა: ევროინტეგრაცია და ვიზალიბერალიზაცია

მარნეული - 13 აპრილს, 16:00 საათზე, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში (მის: გიორგაძის ქ. #1) ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტეტის თანაორგანიზებით გაიმართება საჯარო შეხვედრა თემაზე “ევროინტეგრაცია და ვიზალიბერალიზაცია”.

შეხვედრაზე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტეტის თავმჯდომარე ქ-ნი თამარ ხულორდავა ისაუბრებს ევროინტეგრაციის ეკონომიკურ და პოლიტიკურ სარგებელზე, ევროკავშირთან უფრო ღრმა თანამშრომლობის პერსპექტივებზე, ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ მარნეულის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატები - ბ-ნი თამაზ ნავერიანი და ბ-ნი რუსლან გაჯიევი.

ღონისძიებას მოქალაქეების გარდა, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრებიან. დამსწრე საზოგადოებას საშუალება ექნება დასვას კითხვები და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტეტის წარმომადგენლებთან ერთად დისკუსიაში მიიღოს მონაწილეობა.

აღნიშნული ღონისძიება ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერითა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება.


| Print |
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
ადამიანის უფლებების სწავლებისა და
მონიტორინგის ცენტრის (EMC) ბლოგი მარნეულში ჩატარებული ნოვრუზ
ბაირამის დღესასწაულის შესახებ.  ავტორი ცოტნე ცხვედიანია.

გთავაზობთ ბლოგს უცვლელად.
20:57 / 21.03.2019
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) ბლოგი მარნეულში ჩატარებული ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულის შესახებ.  ავტორი ცოტნე ცხვედიანია.

გთავაზობთ ბლოგს უცვლელად.
მარნეულის მუნიციპალიტეტში დღეს, 21 მარტს ნოვრუზ
ბაირამობის დღესასწაული აღინიშნება.
15:26 / 21.03.2019
მარნეულის მუნიციპალიტეტში დღეს, 21 მარტს ნოვრუზ ბაირამობის დღესასწაული აღინიშნება.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა
რეხვიაშვილმა მარნეულელ მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული
მიულოცა.
14:50 / 21.03.2019
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა მარნეულელ მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა.
ნოვრუზ ბაირამის ზეიმი ამ დროისთვის მარნეულის ცენტრში იმართება.
12:44 / 21.03.2019
ნოვრუზ ბაირამის ზეიმი ამ დროისთვის მარნეულის ცენტრში იმართება.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები,
სავარაუდოდ, 19 მაისს
12:27 / 21.03.2019
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, სავარაუდოდ, 19 მაისს
ვერძი
დილიდან ოპტიმისტურად განეწყვეთ და ყველა სირთულეს მარტივად დაძლევთ.
საღამოს ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ. ბევრ რამეზე შეგეცვლებათ
წარმოდგენა. ზოგიერთი სიანტერესო შემოთავაზებას
მიიღებს.
10:00 / 21.03.2019
ვერძი
დილიდან ოპტიმისტურად განეწყვეთ და ყველა სირთულეს მარტივად დაძლევთ. საღამოს ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ. ბევრ რამეზე შეგეცვლებათ წარმოდგენა. ზოგიერთი სიანტერესო შემოთავაზებას მიიღებს.
ქაღალდის უვადო პირადობის მოწმობის მქონე
მოქალაქეებისა და საზღვარგარეთ მყოფი პირებისთვის საიდენტიფიკაციო
დოკუმენტების უფასოდ მიღების მორიგი აქციები გამოცხადდება, – ამის
შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ
სხდომაზე განაცხადა.
02:32 / 21.03.2019
ქაღალდის უვადო პირადობის მოწმობის მქონე მოქალაქეებისა და საზღვარგარეთ მყოფი პირებისთვის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების უფასოდ მიღების მორიგი აქციები გამოცხადდება, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.