პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მარნეულში შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავამ დღეს, 13 აპრილს მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვედრა გამართა. შეხვედრას მარნეულის მერიის წარმომადგენლები და

სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. NDI-ს საპარლამენტო პროგრამის მენეჯერი თეონა ყუფუნია შეხვედრის ძირითადი მიზნების შესახებ გვესაუბრა.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, როდესაც მოსახლეობისათვის ხდება იმ საქმიანობის, იმ გამოწვევების, იმ ბარიერების თუ იმ მიღწევების გაზიარება რასად დღეს ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში ხვდება საქართველო.“ - თეონა ყუფუნია.

შეხვედრა ევროპის დღისადმი მიძღვნილი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში მიმდინარეობდა. საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ და შეხვედრის დამსწრე საზოგადოებამ განიხილეს ისეთი საკითხები როგორიცაა ევროინტეგრაციის ეკონომიკური და პოლიტიკური სარგებელი, ევროკავშირთან უფრო ღრმა თანამშრომლობის პერსპექტივა და ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები. პარლამენტარ თამარ ხულორდავას თქმით, ის დღეს პირველად შეხვდა მარნეულელ მოსახლეობას.

„ჩვენ ძალიან ბევრ საკითხს შევეხეთ დღევანდელ შეხვედრაზე, ძალიან გამიხარდა რომ დამსწრე საზოგადოების მხრიდან იყო ინტერესი განათლების მიმართულებით, გარემოს დაცვითი მიმართულებით, რაც ნამდვილად აჩვენებს იმას, რომ ჩვენს მოსახლეობაში არის სურვილი მეტი პირდაპირი კონტაქტის, მეტი ჩართულობის და ჩვენ ჩვენის მხრივ აუცილებლად უნდა დავაკმაყოფილოთ ეს მოთხოვნა.“ - თამარ ხულორდავა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა მარნეულის ერთ-ერთი მაჟორიტარი დეპუტატი რუსლან გაჯიევი, ხოლო როგორც თამარ ხულორდავამ შეხვედრის დასაწყისში აღნიშნა თამაზ ნავერიანმა საპატიო მიზეზის გამო ვერ მოახერხა მათთან შეხვედრა.

რადიო „მარნეული“

 

Print