პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე – საქართველოს ნატოში ინტეგრაცია განსაზღვრულია, როგორც საკონსტიტუციო მნიშვნელობის ამოცანა
ჩვენ თანდათანობით ვუახლოვდებით ნატოს - ეს არის ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი ნაწილი და ამაში აქტიურად მონაწილეობს საქართველოს პარლამენტი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „ნატოს დღეების“ დაწყებისადმი მიძღვნილ ოფიციალურ მიღებაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, თბილისში „ნატოს დღეების“ საზეიმო გახსნა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს სურვილს, გახდეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი. მისი თქმით, ზუსტად 10 წლის წინ, ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, ჩვენი ქვეყანა ყველა პირობას ასრულებს იმისთვის, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს სულ უფრო მეტად დაუახლოვდეს.

„ზუსტად 10 წლის წინ, ბუქარესტის სამიტზე, მიღებულია გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი ქვეყანა. მას შემდეგ საქართველო ვითარდება, ასრულებს ყველა პირობას იმისთვის, რომ სულ უფრო მეტად დაუახლოვდეს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს და კიდევ ერთხელ მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სურვილი, გავხდეთ ნატოს წევრი, ეფუძნება როგორც მოსახლეობის ნებას, ასევე, საქართველოს ხელისუფლების ნებას. მოსახლეობამ, ბოლო არჩევნებში, როგორც საპარლამენტო, ასევე, მუნიციპალურ არჩევნებში კიდევ ერთხელ დააფიქსირა საკუთარი განწყობა დასავლური ინტეგრაციის მიმართ, ორივე არჩევნებში მოსახლეობის 90 %-ზე მეტმა მხარი დაუჭირა იმ პოლიტიკურ გაერთიანებებს, რომლებიც მყარად უჭერენ მხარს საქართველოს სწრაფვას ევროკავშირისა და ნატოსკენ, რაც მოწმობს იმას, რომ ხალხის ნება, გახდეს საქართველო დასავლური ოჯახის წევრი, არის ურყევი“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი სერგო
რატიანი აცხადებს, რომ განათლების მინისტრის მიერ დაანონსებული
ხელფასის ზრდა მხოლოდ 5 869 მასწავლებელს შეეხება, რაც მასწავლებელთა
მთლიანი ოდენობის 10%-ია.
“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი სერგო რატიანი აცხადებს, რომ განათლების მინისტრის მიერ დაანონსებული ხელფასის ზრდა მხოლოდ 5 869 მასწავლებელს შეეხება, რაც მასწავლებელთა მთლიანი ოდენობის 10%-ია.
ზუგდიდში, დადიანების სასახლის
პარკში სანდრა რულოვსის ინტერვიუს დროს ინციდენტი მოხდა. რულოვსი
ინტერვიუს ტელეკომპანია “ოდიშს” აძლევდა. ტელეკომპანიის განცხადებით,
შემთხვევა ზუგდიდის ისტორიული მუზეუმის ეზოში მოხდა, სადაც
მიმდინარეობდა ტელეკომპანია „ოდიშის“ გადაცემა „ლუსტრაციის“ ჩაწერა,
რომელშიც რულოვსი და სხვა პირები მონაწილეობდნენ.
ზუგდიდში, დადიანების სასახლის პარკში სანდრა რულოვსის ინტერვიუს დროს ინციდენტი მოხდა. რულოვსი ინტერვიუს ტელეკომპანია “ოდიშს” აძლევდა. ტელეკომპანიის განცხადებით, შემთხვევა ზუგდიდის ისტორიული მუზეუმის ეზოში მოხდა, სადაც მიმდინარეობდა ტელეკომპანია „ოდიშის“ გადაცემა „ლუსტრაციის“ ჩაწერა, რომელშიც რულოვსი და სხვა პირები მონაწილეობდნენ.
გაერთიანებული ოპოზციის წარმომადგენლები “ქართული
ოცნებას” და შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებს ზუგდიდში
ამომრჩევლის მოსყიდვაში სდებენ ბრალს. მათი თქმით, პარტიის
წარმომადგენლები ზუგდიდელებზე ზემოქმედებას, რიგ შემთხვევაში, მუქარის
გზითაც ცდილობენ. თავად “ოცნებაში” ამ ბრალდებას უარყოფენ და
სისულელედ აფასებენ.
გაერთიანებული ოპოზციის წარმომადგენლები “ქართული ოცნებას” და შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებს ზუგდიდში ამომრჩევლის მოსყიდვაში სდებენ ბრალს. მათი თქმით, პარტიის წარმომადგენლები ზუგდიდელებზე ზემოქმედებას, რიგ შემთხვევაში, მუქარის გზითაც ცდილობენ. თავად “ოცნებაში” ამ ბრალდებას უარყოფენ და სისულელედ აფასებენ.
რაც
მე მთავრობაში ვარ, იმის შემდეგ მესმის მსგავსი ჭორები,- ასე უპასუხა
მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტების კითხვას, იგეგმება თუ არა სამთავრობო
ცვლილებები და მათ შორის პრემიერ-მინისტრად გიორგი გახარიას
დანიშვნა.
რაც მე მთავრობაში ვარ, იმის შემდეგ მესმის მსგავსი ჭორები,- ასე უპასუხა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტების კითხვას, იგეგმება თუ არა სამთავრობო ცვლილებები და მათ შორის პრემიერ-მინისტრად გიორგი გახარიას დანიშვნა.
"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" მიერ გამოქვეყნებულ კვლევას, სადაც ყოფილი პრემიერ-მინისტრის მიერ საარჩევნო მოსყიდვაზეა საუბარი, თბილისის მერი ეხმაურება.
აზერბაიჯანულმა მხარემ
მესაზღვრეების კონტინგენტი 6 კაცამდე შეამცირა, - ამის შესახებ
„ინტერპრესნიუსს“ დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტმა,
კირიონმა (ონიანი) განუცხადა.
აზერბაიჯანულმა მხარემ მესაზღვრეების კონტინგენტი 6 კაცამდე შეამცირა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტმა, კირიონმა (ონიანი) განუცხადა.
აზერბაიჯანულმა მხარემ
მესაზღვრეების კონტინგენტი 6 კაცამდე შეამცირა, - ამის შესახებ
„ინტერპრესნიუსს“ დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტმა,
კირიონმა (ონიანი) განუცხადა.
აზერბაიჯანულმა მხარემ მესაზღვრეების კონტინგენტი 6 კაცამდე შეამცირა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტმა, კირიონმა (ონიანი) განუცხადა.
მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, მისი დაკავების
შემთხვევაში, პანკისის სპეცოპერაციისას მოკლული შვილის საქმის
გამოძიების მოთხოვნით პროტესტს თავისი მეუღლე გააგრძელებს. ამის
შესახებ მან “TV პირველის” ეთერში ისაუბრა.
მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, მისი დაკავების შემთხვევაში, პანკისის სპეცოპერაციისას მოკლული შვილის საქმის გამოძიების მოთხოვნით პროტესტს თავისი მეუღლე გააგრძელებს. ამის შესახებ მან “TV პირველის” ეთერში ისაუბრა.