პოლიტიკა
პარლამენტთან სანდრა რულოვსი მივიდა და ზაზა სარალიძეს მხარდაჭერა გამოუცხადა

პარლამენტთან საქართველოს მესამე პირველი ლედი სანდრა რულოვსი მივიდა და ზაზა სარალიზეს სოლიდარობა გამოუცხადა

შეგახსენებთ, თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 31 მაისს გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. რაც შეეხება იმავე ჩხუბის დროს მოკლულ დავით სარალიძეს, მისი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ ბრალი მკვლელობიდან მკვლელობის მცდელობაზე გადააკვალიფიცირა. შესაბამისად, ამ დროისათვის უცნობია, ვინ მოკლა არასრულწლოვანი დავით სარალიძე.

სასამართლოს გადაწყვეტლების გამოცხადების შემდეგ, მოკლულის მამა ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერები პროკურატურასთან მივიდნენ და საპროტესტო აქცია გამართეს. დავით სარალიძის მამა აცხადებს, რომ სანამ მისი შვილის მკვლელებს არ დააკავებენ და არ დაისჯება ყველა დამნაშავე, მათ შორის, პროკურორები, აქციებს არ შეწყვეტს. სარალიძე გამოძიების ხელახლა ჩატარებას ითხოვს.
| Print |
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
ქაღალდის უვადო პირადობის მოწმობის მქონე
მოქალაქეებისა და საზღვარგარეთ მყოფი პირებისთვის საიდენტიფიკაციო
დოკუმენტების უფასოდ მიღების მორიგი აქციები გამოცხადდება, – ამის
შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ
სხდომაზე განაცხადა.
02:32 / 21.03.2019
ქაღალდის უვადო პირადობის მოწმობის მქონე მოქალაქეებისა და საზღვარგარეთ მყოფი პირებისთვის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების უფასოდ მიღების მორიგი აქციები გამოცხადდება, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
ადამიანის უფლებების სწავლების და
მონიტორინგის ცენტრი, (EMC) ადგილობრივი აქტივისტის სახელით,
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წინააღმდეგ
სასამართლოს მიმართავს და ითხოვს, ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოებმა უზრუნველყონ საჯარო ინფორმაციის გაცემა, ეთნიკური
უმცირესობებისთვის გასაგებ ენაზე
15:32 / 19.03.2019
ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი, (EMC) ადგილობრივი აქტივისტის სახელით, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავს და ითხოვს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა უზრუნველყონ საჯარო ინფორმაციის გაცემა, ეთნიკური უმცირესობებისთვის გასაგებ ენაზე
“ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ზუგდიდის
ამომრჩეველს მერის რიგგარეშე არჩევნებში, შესაძლოა სანდრა რულოვსის
კანდიდატურა შესთავაზოს
12:36 / 19.03.2019
“ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ზუგდიდის ამომრჩეველს მერის რიგგარეშე არჩევნებში, შესაძლოა სანდრა რულოვსის კანდიდატურა შესთავაზოს
მიხეილ სააკაშვილი
12:30 / 18.03.2019
მიხეილ სააკაშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს. ვიდეომიმართვა, სადაც ის საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ აცხადებს, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ფეისბუქის გვერდზე 18 მარტს, დილით გამოაქვეყნა
ახალწვეული ქაზიმ გახრამანოვის მიმართ ფიზიკური ძალადობისა და
გამოძალვის ფაქტზე დაკავებული პირები თანამდებობის პირები არ არიან, -
ამის შესახებ ,,ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს
11:27 / 15.03.2019
ახალწვეული ქაზიმ გახრამანოვის მიმართ ფიზიკური ძალადობისა და გამოძალვის ფაქტზე დაკავებული პირები თანამდებობის პირები არ არიან, - ამის შესახებ ,,ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი არ გადადგა. ამის
შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა
14:05 / 12.03.2019
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი არ გადადგა. ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის
13:19 / 12.03.2019
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გურჯაანის რიონულმა სასამართლომ ძალაში დატოვა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას დარბაზში ხმაური მოჰყვა. მოსამართლემ მანდატურებს სთხოვა დამსწრეებს დარბაზი დაეტოვებინათ.

"თქვენ ხართ ის მოსამართლე, ვინც ადამიანი გასამართლეთ მკვლელობისთვის და მოკლული ცოცხალი აღმოჩნდა", - ამ სიტყვებით მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ მოსამართლეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით კი, მოსამართლემ განუცხადა, რომ ეს მისი გადაწყვეტილება არ ყოფილა და მელიას მიუთითა, კითხვა ესწავლა.

ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე შუამდგომლობა დააყენა, რომლის მიხედვითაც ის კირკიტაძის მიმართ ნაკლებად მძიმე აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას და თავდებობით მის გათავისუფლებას ითხოვდა.


დატოვებს თუ არა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი
თანამდებობას, სავარაუდოდ, ერთ კვირაში გახდება ცნობილი. როგორც თეა
წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ამ ეტაპზე მას
აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან აქვს დისკუსიები,
რომლის დასრულებასაც სწორედ ერთ კვირაში ვარაუდობს
13:00 / 12.03.2019
დატოვებს თუ არა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი თანამდებობას, სავარაუდოდ, ერთ კვირაში გახდება ცნობილი. როგორც თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ამ ეტაპზე მას აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან აქვს დისკუსიები, რომლის დასრულებასაც სწორედ ერთ კვირაში ვარაუდობს