სიახლე
აზერ სულეიმანოვი ბრალდებას უარყოფს
"ენმ"-ს დეპუტატი აზერ სულეიმანოვი უარყოფს ბრალდებას, რომ მოქალაქის ცემაშია ბრალდებული.

სულეიმანოვის თქმით, ის მართლაც შეხვდა პირს, რომელზეც არაადამიანურ მოპყრობაში მარნეულის მერს, თემურ აბაზოვს ადანაშაულებენ, თუმცა მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია. აზერ სულეიმანოვი პრპკურატურაში დაიბარეს. 

როგორც მან "ნეტგაზეთთან" მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, შეურაცხყოფა არავისთვის მიუყენებია

“არ ვიცი რაზეა საუბარი. დამირეკეს პროკურატურიდან და დაკითხვაზე დამიბარეს. ახლა შევდივარ პროკურატურაში. ეს არის შანტაჟი, ვიღაცის მიერ ჩემს წინააღმდეგ გაკეთებული პროვოკაცია. იყო ეს ბიჭი, მოვიდა, საღამოს შეგვხვდა. მე ვკითხე რატომ გააკეთა ეს განცხადება პირდაპირ ეთერში, შენ ხომ ოცნების აქტივისტი ხარ, ამდენი წელია ოცნებაში ხარ, ჩვენი პარტიის წინაღმდეგ მუშაობ და რატომ გააკეთე ნაციონალური მოძრაობის სახელით ასეთი განცხადება, რატომ მიაყენე საზოგადოებას შეურაცხყოფა.  მან მითხრა, ბატონო აზერ, მე ვიცი ჩემი საქმის. მე ვკითხე რატომ გააკეთა ასეთი განცხადება. ამ დროს მოვიდა ოცნების დეპუტატი საკრებულოდან და შეიხიც იყო” – თქვა სულეიმანოვმა

აზერ სულეიმანოვის თქმით, ამის შემდეგ, ეს პირი წავიდა და დეპუტატის განცხადებით, მან არ იცის ამის შემდეგ რა მოხდა:

“ამის შემდეგ ეს ბიჭი წავიდა… სად წავიდა და რა მოხდა ამის შემდეგ, არ ვიცი. აბაზოვი არ ყოფილა ამ შეხვედრაზე. ეს ბიჭი წავიდა და ამის შემდეგ ვნახე ფეისბუკში ვიდეომასალა. ჩემთვის ძალადობა მიუღებელია, ეს მალე იქნება ცნობილი ვინ გააკეთა. მე რა შუაში ვარ, ჩემი სახელი რატომ ფიგურირებს ამ საქმეში. მე მარტო არ ვიყავი, ბევრი ადამიანი იყო ჩემთან ერთად, რა ცემაზეა საუბარი. იქ არავის უცემია. საღამოს, რა მოხდა, ვისთან და როგორ მოხდა არ ვიცი.  ეს ბიჭი თითონ მოვიდა ჩვენთან, მე ამ შეხვედრის ინიციატორი არ ვყოფილვარ. არც ცემა, არც არაფერი. ღამის საათები იყო რომ წავიდა, არ ვიცი ამის შემდეგ რა მოხდა” – უთხრა “ნეტგაზეთს” ენმ-ის დეპუტატმა.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
17 -
23 ივნისს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ,
17 - 23 ივნისს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ,
15-24 ივნისს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში
„სადახლო-საავტომობილო“ და „წითელი ხიდი“, არადეკლარირებული სიგარეტის
ქვეყნის საზღვარზე
15-24 ივნისს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სადახლო-საავტომობილო“ და „წითელი ხიდი“, არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე
15-18 ივნისს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში
„სადახლო-საავტომობილო“, „გარდაბანი“, და „სარფი“, ფინანსთა
სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა,
15-18 ივნისს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სადახლო-საავტომობილო“, „გარდაბანი“, და „სარფი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა,
გარემოვაჭრეები შიდა ბაზარის
ტერიტორიაზე გადასვლის მზაობას გამოთქვამენ.
გარემოვაჭრეები შიდა ბაზარის ტერიტორიაზე გადასვლის მზაობას გამოთქვამენ.

მარნეულს მუნიციპალიტეიტს სოფელ ქესალოში 22 წლის მამაკაცი მდინარეში
დაიხრჩო. ამის შესახებ ინფორმაცია კაპანახჩის ადმინისტრაციული
ერთეულის წარმომადგენელმა ასიფ იუზბაშოვმა მოგვაწოდა.

მარნეულს მუნიციპალიტეიტს სოფელ ქესალოში 22 წლის მამაკაცი მდინარეში დაიხრჩო. ამის შესახებ ინფორმაცია კაპანახჩის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელმა ასიფ იუზბაშოვმა მოგვაწოდა.

დეზინფორმაციის გავლენასა და მედია წიგნიერებაზე 28
ივნისს, მარნეულის დემოკრეტიული
დეზინფორმაციის გავლენასა და მედია წიგნიერებაზე 28 ივნისს, მარნეულის დემოკრეტიული
20
ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქციის დარბევის შედეგად
დაშავებული პირებიდან ამ დროისთვის კლინიკაში 10 პაციენტი
რჩება.
20 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქციის დარბევის შედეგად დაშავებული პირებიდან ამ დროისთვის კლინიკაში 10 პაციენტი რჩება.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,
თურქეთში ტრაბზონთან ახლოს, ავტობანის ფაზარის
მონაკვეთზე,
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთში ტრაბზონთან ახლოს, ავტობანის ფაზარის მონაკვეთზე,