2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 46,74%
შეადგინა
.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, არჩევნებში საქართველოს 1
637 956-მა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა.
ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა – 64.74% – ქედაში დაფიქსირდა,
ყველაზე დაბალი კი –
36.47% – მარნეულში.
რაც შეეხება თბილისს, 20:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა
აქტივობამ 45.4 % შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში 1 382 017-მა
ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და ამომრჩეველთა აქტივობა 46,6%-ს
შეადგენდა.